არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი …
მოიისფრო Articles.
საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი… ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა… ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი… ყველა მისი დახმარების მოლოდინში… მისთვის კი – არავინ… ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას… წყლის პატარა წვეთი …
ამ წერილს თქვენ გწერთ.. შენ, შენ და შენ… შენც… მოკლედ ყველას, ვინც თავის თავზე მიიღებს… განსაკუთრებით კი რამდენიმე ადამიანს… N1 შენ: შენ ჩემი პატარა მეგობარი ხარ, რომლის მიმართაც იშვიათად გამოვხატავ სითბოს, მაგრამ თუ გამოვხატავ, ჩემ ყველა ნაბიჯში იგრძნობა ის, რომ …
ბავშობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის… სიბნელეში ხომ ყველაფერი სხვანაირია, დღისით თუ ყველა ფიგურას თავის სახელი აქვს, ღამით რაღაც გასაოცარ ფორმას იძენს, რაღაც ჯადოსნურს, ავისმომასწავებელს… ალბათ ყველა ბავშვისთვის ნაცნობია ეს …
დაგვიანება… უბრალო სიტყვაა… არადა რა საშინელი აზრის მატარებელია… … ესა მესა გადის ესა… გავიდა… … ესა მესა გადის ესა… გავიდა… … ესა მესა გადის ესა… გავიდა… დავრჩით მე და შენ .. … ესა მესა გადის ესა… გავიდა… შენ იხუჭები… გავრბივარ… …
ანი : ** ვზივარ და ისევ წერილს გწერ… რა საოცარია არა? შენი კომპიუტერი ჩემი მოგონებების სასაფლაო აღმოჩნდა… საიდან, როგორ აღმოგაჩნდა ეს სურათები?? იცი მე ყველაფერი წავშალე.. თითქოს ამ ფოტოებს, წერილებს, სკაიპის ისტორიებს გავატანე ყველაფერი რაც გვაკავშირებდა… ამით “გავითავისუფლე” გონება… რეალურად …
შენზე რომ ვფიქრობ გული ლურჯი პეპლებით მევსება… ცოტა ხნის წინ მე და ანა ჩემი სკოლის გვერდით ვისხედით სკამზე… Placebo – Heaven Inside You -ს ვუსმენდით და ვსაუბრობდით… უცნაური რაღაც მითხრა.. შენ რომ …
ჩვენ ტყის პირას ვცხოვრობდით, პატარა, ხის სახლში, რომელიც ნეტარებით იყო სავსე… გარშემო მხოლოდ ცისფერი ცა, ყავისფერი მიწა და მწვანე ფოთლები გვეკრა, შემოდგომით რომ ოქროსფერდებოდნენ.. .. ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით.. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა და არავინ გვიყვარდა.. ჩვენ გვიხაროდა.. …
სისხლი მეყინება, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. უნდა დავწერო… სულმოუთქმელად გავრბივარ.. ცივი ქარი სახეში წვიმის წვეთებს მაყრის.. თვალები მებინდება.. ცივ წვეთებს ცხელი ცრემლი უერთდება.. ისევ გავრბივარ.. უმისამართოდ.. უკანასკნელი ღონის გამოლევამდე.. მტკიცე გადაწყვეტილებით.. წარსული თითქოს ერთ დიდ ბუნდოვან მასად ქცეულა, …
სოც. ქსელები