ალბათ მკითხველს ახსოვს Love Story მე+შენ ♥ ^.^
რეალური ისტორია, რომელიც ჩემი ცხოვრების ულამაზეს მონაკვეთს ასახავდა..
მაშინ, ამას რომ ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ შევიცვლებოდი პიროვნულად.
მაგრამ გადის დრო და უფრო და უფრო მეტ ცვლილებებს ვამჩნევ ჩემ პიროვნებაში.. ცხოვრებაში..
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ყოველდღე ვიღვიძებ და ვიცი, რატომ ვცხოვრობ.. რისთვის, ან ვისთვის..
ყოველი წუთი, რასაც გიოსთან ვატარებ მზით, წვიმით, ყვავილების სუნით და სიყვარულითაა სავსე..
თითქოს უფრო მიმტევებელიც გავხდი, უფრო თბილი, უფრო კეთილი..
აღარ ვცდილობ ცინიზმი ვაფრქვიო გარშემო, ვაცდი ხალხს თავიანთთვის იცხოვრონ..
ჩემმა ბედნიერებამ იმდენად ამავსო სულიერად, რომ უბრალოდ დროც აღარ მრჩება სხვების ცხოვრებაზე ვიფიქრო.
ვიფიქრო იმაზე, ვინ რა დამიშავა და ა.შ..
თითქოს ყველას ყველაფერი ერთბაშად ვაპატიე და “მსუბუქად” დავიწყე ცხოვრება.. სულ სულ ახლიდან..
არ ვიცი, ალბათ სიყვარულის ბრალია?
სასწაულმოქმედიაო.. ცვლისო ადამიანს..
ჰოდა შემცვალა..
სიკეთისკენ..
ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ თურმე ეჭვიანიც ვყოფილვარ :დდ
ადრე არ შემიმჩნევია..
და საერთოდ, ბევრი რამ არ შემიმჩნევია.. არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო ვინმე ჩემთვის..
რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს..
იქნება ეს საათები.. დღეები.. კვირები.. თვეები.. წლები..
ვერაფერი შემიცვლის იმ შეგრძნებას, რასაც საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეული პეპლები ქვია..
Read Next
“…ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში …
22 წლის წინ, ამ დღეს, ალბათ 19 წლის დედაჩემს პირველად აუჩქარდა გული სხვანაირად, როცა გაიაზრა, რომ ცხოვრებაში პირველად თვითონ იყო დედა და სულ რაღაც ორ თვეში მოევლინებოდა ქვეყანას არსება, რომელიც იმჟამად მასში იმყოფებოდა, ის – ვისაც უყოფდა ჰაერს და საკვებს. …
ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი პოსტის წერა როგორ დავიწყო. შეიძლება იმიტომ, რომ განსაკუთრებული დადებითი ან უარყოფითი ემოცია არ მაქვს. ასეთი მშვიდი და ნეიტრალური დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ეს იმას გავს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ ინერვიულებ რაღაცაზე, ბევრჯერ რომ …
I forgot fools run Between half the time I’m sudden It’s ok it’s over Innocent I long for the other I will forget older after Don’t be scared it’s over now, I swearTry to move she’s back Try to keep …