Cheers, ppl!

მახსოვს, ჩემი შარშანდელი პოსტი მთავრდებოდა სიტყვებით: “იქნებ, 2017-ში მაინც”…

პირდაპირ ვიტყვი, ბევრი რამ არ ასრულდა.

ძალიან, ძალიან რთული წელი იყო ყველა ასპექტში, განსაკუთრებით ემოციურად.

ეს იყო წელი სრული გარდატეხის და გადაფასების. უამრავჯერ შემეპარა ეჭვი ჩემი ნაბიჯების სისწორეში, ბევრჯერ გავრისკე და შევცვალე ბევრი რამ, ახლაც განვიცდი ცვლილებებს, მაგრამ განსხვავებით მთელი წლისგან, ახლა ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა.

მიუხედავად ნეგატიური ამბების, კარგიც ბევრი იყო. მივხვდი, რომ მართალია ძალიან ცოტა, მაგრამ ნამდვილი მეგობრები მყავს, ვისი იმედიც ყოველთვის შემიძლია მქონდეს.  მივხვდი, რომ მაქვს ყველაზე მთავარი – ეს ჩემი ოჯახია, ამაზე დიდი სიმდიდრე ვერ იარსებებს.

2018 წლისგან იმდენ რამეს ველი, ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ მქონია ასეთი მოლოდინი. სრულიად ვარ დარწმუნებული, ყველაფერს შევძლებ,  ყველა გეგმას განვახორციელებ და 2018 წლის ბოლოს მხოლოდ ერთი სურვილი მექნება, რომ 2019-ც ასევე გაგრძელდეს.

სირთულეები კარგია, საჭიროა. იმიტომ, რომ ამ სირთულეების წყალობით, საოცრად ძლიერად ვგრძნობ ახლა თავს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების. გისურვებთ ნამდვილ მეგობრებს, ნამდვილ სიყვარულს და ზოგადად, ყველაფერს ნამდვილს, სუფთას და უღალატოს. ამაზე მეტი, ამაზე კარგი ვერასდროს ვერაფერი გექნებათ.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ეს თქვენზეა დამოკიდებული. მე გისურვებთ, გქონდეთ ბრძოლის ძალა, რომ ყველაფერი შეძლოთ.

გილოცავთ, გილოცავთ და ამჯერად არანაირი “იქნებ”. 2018 წელს ყველაფერი იდეალურად იქნება.

Cheers ^_^

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *