ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო.. მართლა როგორ შევეჩვიე შენთვის დაწერილი წერილებისგან ქაღალდის ნავების კეთებას და მათი გაურკვეველი მიმართულებით გაშვებას.
სიტყვების ზედმეტობა, მხოლოდ შეგრძნებები. დროის დაუნდობლად სვლა და ლოდინი, ლოდინი, ლოდინი!!!
სველი ასფალტი, გაზაფხულის სუნი და მაინც ვერგამოსული მზე, ვერგაღვიძებული სიხარული და ვერშეგრძნებული გაზაფხული.. ამ ზამთარმაც ხომ უთოვლოდ ჩაიარა.
ხედავდი როგორ ვიდექი სველ ასფალტზე თმაჩამოშლილი, როგორ მასველებდა წვიმა.. გიყურებდი თვალებში და არ მჯეროდა, რომ ჩემ ყველაზე დიდ და გულწრფელ ოცნებებს ვხედავდი მათში, კალაპოტში მოქცეულს.
არ მოვსულვარ.. რა უნდა მეთქვა? რომ შენს თვალებში ყურება სახლში დაბრუნებას ჰგავდა? თუ ის, რომ შენიდან წამოსულ ჰაერს ვსუნთქავდი იმ წვიმიან დილას და შენი ფილტვების სივრცე იმდენად მეძვირფასებოდა, რომ ვერსად გაგიშვებდი? როგორ მეთქვა რატომ შევწყვიტე იმ დღეს სიცილი მოულოდნელად, რატომ გავჩუმდი.. რა მეთქვა, რა..
უშენობის არ დატყობა ყველაზე ყალბი ნიღაბია, რომელსაც ყველაზე დიდი წარმატებით ვხმარობდი.
ცხოვრება მომენტებისგან შედგებაო.. რაც შეიძლება მეტი მომენტი შეაგროვეო.. ადამიანები ყოველთვის მიდიანო.. მერე რა, რომ თოვლი არ მოვიდაო, არ შეგეშინდესო, შენი მაისი შეხვდება მისასო..
“რა დაგემართა?” მანჯღრევ და მაღვიძებ… ისევ, ისევ, ისევ.
სისხლის ერთ წვეთში მოქცეული ყველა შეგრძნება წამში დაივლის სხეულის ყველა უჯრედს და საგანგაშო სიგნალებს გზავნის ყველგან.
ისუნთქე, იცინე, იყვირე, რომ ჭკუიდან არ შეიშალო, რომ გადარჩე!
მერე რა, რომ ამდენი ყვირილისგან ხმა აღარ გაქვს, იყვირე!!!!
მე ხომ საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე..
Read Next
There is no excerpt because this is a protected post.
საგიჟეთიდან გამოღწეულად ვგრძნობ თავს. ირგვლივ სითეთრეა, სიმშვიდე და ალაგ-ალაგ ფეერვერკების ხმა ისმის. ახალ წლამდე ჯერ რამდენიმე საათია, თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ისედაც არარსებული საახალწლო განწყობა სულ გააქრო. საახალწლო არ ვიცი, თუმცა სიმშვიდის გრძნობა ნამდვილად მინდა მქონდეს. გიჟური წელი იყო, მოულოდნელობებით …
27/02/2012. 7 წუთი უკლია პირველს. ვწევარ და ვფიქრობ.. არა, ახლა უკვე ფურცელს ვანდობ ფიქრებს.. მეზობლის სახლში ძველი საათი რეკავს.. აი, ჩამოკრა ერთხელ. წინაა ალბათ. სიძველის სუნმა აავსო არემარე.. თვითმფრინავის ხმა.. 2008 წლის ომს მახსენებს.. მას მერე ამ ხმის მეშინია.. სრულ …
– თამ, მოდი, აქ ამოდი და აქედან გადაიხედე. კლდის ერთ მხარეს სასაფლაოა, მეორე მხარეს ტყით შეფენილი ხრამი. ტყე ძალიან ლამაზია. სულ, სულ სხვანაირად ლამაზი, მშვიდი. კლდის თავზე რომ დგახარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ღრუბლებში ხარ. – რა ლამაზია! – აღტაცებას …