დღეს 30 აპრილია.
12-ს გადასცდება და უკვე 1 მაისი იქნება.
ჩემი დაბადების დღე..
უცნაურია, მაგრამ არანაირი საზეიმო განწყობა არ შეიმჩნევა ჩემში..
20 წლის ვხდები..
საუკუნის მეხუთედი..
ვცდილობ გავიხსენო როგორ ვიყავი შარშან ამ დროს..
მგონი მაშინაც ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი.. შემდეგ გამომიკეთდა..
ვნახოთ ამჯერად რა იქნება..
სიამოვნებით მოვუძებნიდი ახსნას ამ განწყობას..
მაგრამ გარკვეულს ვერაფერს ვგრძნობ..
თითქოს იმედგაცრუებული ვარ რაღაცნაირად.. მეგონა, 20 წლის ასაკში იმაზე მეტისთვის მექნებოდა მიღწეული ვიდრე ახლა..
ვერ ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში ვერაფერს მივაღწიე, მაგრამ ეს ის არაა რაც მინდოდა..
ყურების ჩამოყრა არ ღირს, ვეცდები 21 წლისთვის უფრო მეტი მქონდეს სათქმელი..
რა შეიცვალა 19-დან 20-მდე?
1 წელი..
ბევრი ცუდი მოხდა.. ბევრიც – კარგი..
ვეცდები ცუდი აღარც გავიხსენო.
რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებიც საკმაოდ ახლო მეგობრებად იქცნენ ჩემთვის..
ყველაზე მთავარი მოვლენა ალბათ მაინც გიოს გამოჩენა იყო ჩემ ცხოვრებაში..
შარშანდელთან შედარებით ახლა ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, რომლებსაც ვუყვარვარ და მიყვარს..
შეყვარებული ვარ და ყოველ დილას ბედნიერებით სავსე ვიღვიძებ..
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად ცუდით არა, მაგრამ სევდიანი განწყობით ვხვდები ჩემ დაბადების დღეს..
ჯერ დიდი დროა ხვალამდე, ვნახოთ შემეცვლება თუ არა განწყობა..
და მაინც, ჰეფი ბირზდეი თუ მი =^.^=
Read Next
ჰე, იცი, გუშინ ჩვენი ტბა მესიზმრა.. ძილის წინ კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩვენი მიმოწერა.. აშკარად გულში ჩამრჩა ზღაპარი ჩვენ ტბაზე.. ხომ ვთქვი დამესიზმრება-მეთქი.. ჰოდა მართლა დამესიზმრა.. დამავიწყდა დღეს შენთვის მეთქვა.. რა ბედნიერმა გავიღვიძე დილას იცი? ^.^ … ველოსიპედი პატარა ბილიკზე მიდიოდა.. …
იშვიათად ვლაპარაკობდით… რამდენჯერმე მიხვდა, რომ ვერ ვიყავი ხასიათზე და თვითონ მომწერა რამე ხომ არ მოხდაო… მიხაროდა, რომ არ ბრაზობდა, მაგრამ თან ვცდილობდი დისტანცია რამეჭირა, ისევ მის სასიკეთოდ… თავიდან ვწერდი, ვთვლიდი, რომ ჩემი ბრალი იყო თუ რამე ისე არ ქონდა და …
გაზაფხულია. სულ რაღაც 8 დღეა, გაზაფხულმა პირველი ნოტების დაკვრა დაიწყო, ქალთა დღეაო, ამბობენ, გაზაფხულია. გაზაფხულია. ჩვენს ქვეყანაში ბოლო 2 თვის მანძილზე 8 ქალი მოკლეს, 8 ქალს ჩაუქრეს სხივები თვალებში, სიტყვები თქმამდე გაუქრეს ბაგეებიდან, გაზაფხულია. გაზაფხულია.მალე ყვავილობა დაიწყება, თავბრუდამხვევი სურნელი დატრიალდება ირგვლივ. …