“”რა დაგემართა?” – მანჯღრევ და მაღვიძებ.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.”
მე კი ღამის კოშმარიდან ვერგამორკვეული, შეშინებული თვალებით გიყურებ და ვგრძნობ, რომ სუნთქვა მიმშვიდდება. შენ ხომ ჩემთან ხარ.
“და მაშინ, როცა მხრებს მხრებზე გატოლებ”, ან უბრალოდ თავს გადებ და ჩურჩულით ვამბობ, როგორ გაგვიმართლა ერთმანეთი რომ გვყავს, სწორედ მაშინ ვხვდები, რომ სანამ ჩემი თითები შენს ხელშია, ვერანაირი ღამის კოშმარი ვერ შემაშინებს და არც
ღამისფერი ფიქრები ამივსებს თვალებს შიშით და ცრემლით.
მოდი, დიდი ფანჯრიდან ვუყუროთ თოვას.
ლამპიონების შუქზე იფარფატებს თეთრი სიმართლე.
მოგიყვები, როგორ ვეღარ იტევს დედამიწა ადამიანთა ტკივილს და რომ მალე შეიძლება დედამიწასაც იმ პატარა ჩიტივით გაუსკდეს გული, ჩემ მეგობარს რომ ესვენა ოდესღაც ხელისგულზე.
“კარგად ვარ” – გეუბნები მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები, მხრები გამცემენ.
ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ვფერადდებით.
ბოლოს და ბოლოს მეც ვისწავლი კარგად ყოფნას.
Read Next
ხედავ? შავ-თეთრ ცისარტყელას ვხატავ. ფრთებსაც სულ აექერცლა საღებავი, ისევ წასრულის ტკივილს გვაგონებს. შენ არ იცი, რომ მე ფერები დავკარგე. ამიტომ ვერ მაფერადებ. შენ არ იცი, რომ ცისარტყელას შავ-თეთრში ვხედავ. შენ არ იცი, რომ მე აქ აღარ ვარ. შენ არ იცი როგორ უნდა …
სისხლი მეყინება, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. უნდა დავწერო… სულმოუთქმელად გავრბივარ.. ცივი ქარი სახეში წვიმის წვეთებს მაყრის.. თვალები მებინდება.. ცივ წვეთებს ცხელი ცრემლი უერთდება.. ისევ გავრბივარ.. უმისამართოდ.. უკანასკნელი ღონის გამოლევამდე.. მტკიცე გადაწყვეტილებით.. წარსული თითქოს ერთ დიდ ბუნდოვან მასად ქცეულა, …
“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ. ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს. წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, …
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი. უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე I დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა. ერთ-ერთ კარაოკე-ბარში იხდის. არც ვიცი მომწონს თუ არა ასეთი სიტუაციები.. პრინციპში, …