ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც..
შენ შველას ვცდილობ მაშინ, როცა თავად ვარ გადასარჩენი. საოცარია, არა?
შენ საქმიანი ბიჭის ნიღაბს ირგებ და გუშინ გაფუჭებული ონკანის კეთებას იწყებ, მე კი გუშინ დაწყებული რომანის ბოლო ფურცლებს ვკითხულობ და ჰეფი ენდზე გული მიჩუყდება, შესაბამისად ღაპაღუპით სდის ცრემლი ჩემს სენტიმენტალურ ნიღაბს.
48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი სახლის კარი გაიჯახუნე. ვწევარ და ვიხსენებ როგორ ვიწექით ზღვის სანაპიროზე და მზის ჩასვლას ვუყურებდით. მე შენ მკერდზე მედო თავი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მაშინ ვერავინ და ვერაფერი დამაჯერებდა, რომ ისეთი თბილი თვალების მქონეს, როგორიც შენ იყავი, ასეთი ტკივილის მოყენება შეეძლო.
მონატრება ცხვირის წვერს მწვავს და ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება, მაგრამ არ დაგირეკავ.
მოდიხარ ისე, თითქოს არაფერი ყოფილა. მეც გიღიმი და ჩემი გამომცხვარი ვაშლის ნამცხვრის ნაჭერს გიდებ თეფშზე.
შუბლზე მკოცნი, მე ისევ გული მიჩუყდება.
გრძელმკლავიან სვიტრს ვიცვამ და პლედის ქვეშ ვძვრები. ხელს მხვევ და ერთად ვუყურებთ ფილმს.
ვთამაშობთ, როგორც ვიცით.. ვთამაშობთ ბედნიერს, ვთამაშობთ უბედურს, ვთამაშობთ, რომ რამე მაინც ვიგრძნოთ, ერთხელ მაინც ვიგრძნოთ, რომ ვსუნთქავთ, ვიგრძნოთ, რომ ადამიანები ვართ..
ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ასე გვაადამიანებს.
ვთამაშობთ, თუმცა სინამდვილეში ორივემ ვიცით, რომ მათ, ვისაც დღეს ცინიკოსებად გვნათლავენ, წარსულში ფრთებდამტვრეული რომანტიკოსები ვართ.
Read Next
მე შენს წინ ვდგავარ. ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება.. დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული …
ნაწვიმარ ქუჩებში ბოდიალი შენთან ერთად. სიცივე, ქარი, ჩამოცვენილი ფოთლები და ჩვენ. ყვითელი ფოთლების ხალიჩაზე ცეკვა. მინდვრის ფოთლები ჩემს დაშლილ თმაში და შენი ხელი ჩემს ხელზე. ჩემი ხელი შენს გულზე. შენი გულისცემის შეგრძნება. სიჩუმე. ვიყურებით ცაში. ცა ნაცრისფერ/ცისფერ/ვარდისფერია. ცის ფონზე ხის …
სულში მოგონება ისევ ღამეს ათევს, შენით შეშლილი ვარ, კვლავ შენ გელოდები, ვიცი, ფანტომი ხარ, ჩემი ფანტაზია, თავში მოფრენილი გიჟი ოფოფები.. ვიცი, შეშლილი ვარ, სულით ავადმყოფი.. შენი არსებობით მაინც კარგად მყოფი, ვიცი, ტყუილი ხარ – მაინც შენით ვცხოვრობ… მაინც შენით ვსუნთქავ, …
ბავშობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის… სიბნელეში ხომ ყველაფერი სხვანაირია, დღისით თუ ყველა ფიგურას თავის სახელი აქვს, ღამით რაღაც გასაოცარ ფორმას იძენს, რაღაც ჯადოსნურს, ავისმომასწავებელს… ალბათ ყველა ბავშვისთვის ნაცნობია ეს …