წვიმს, შავი ქოლგებია ყველგან. ხალხს ეშინია წვიმის, მუქ ფერებს აფარებენ თავს,
მუქი სახეებით დადიან და მუქი ფიქრები აქვთ.
მე და შენ არ გვეშინია წვიმის, შავი ქოლგების ნაცვლად ფერადი ბუშტები გვიჭირავს,
ცისარტყელას ვხატავთ და ფერადად ვიღიმით.
მოდი, სანამ ზამთარი თავის ფიფქებს დაგვათოვდეს, მანამ შემოდგომის ყვითელმა ფოთლებმა გვათოვოს.
მოდი, სანამ თოვლში გავაკეთებდეთ ანგელოზებს, მანამ ჩამოცვენილ ფოთლებში გავაკეთოთ.
მოდი, ბევრი ვიაროთ და ბევრი ვიცინოთ და ხელები გავუთბოთ ერთმანეთს და…
უბრალოდ გვეყოს ამდენი სევდა, რა.
შენ იღიმი, მეც ვიღიმი.
შენ თბილი ხელები გაქვს და მეც მათბობ, იმიტომ, რომ შენ ჩემი ახლო მეგობარი ხარ და
შენი არსებობითაც კი მაფერადებ მაშინ, როცა მეც იმ შავქოლგიანი ადამიანებივით
მუქი ფიქრები მაწვება.
შენ შემოდგომისფერი პოსტები წერე, მე წავიკითხავ და აღვფრთოვანდები.
ჰო, მალე მოვა შემოდგომა <3
შენ ფოთლებს აყრი მაღლა, მე კი ხელებს გავშლი და ტრიალით შევეგებები დედამიწაზე დაბრუნებულ ფოთლებს.
მერე, როგორც შენ თქვი, ყველაზე ყვითლებს შენთვის დაიტოვებ, მე კი ყველაზე ლამაზფორმიანებს მაჩუქებ.
და იცი რა? მე მართლა ჩავაკრავ ამ ფოთლებს წიგნში და ყოველი გადაშლისას გამახსენდება, როგორ შემოვიარეთ მთელი თბილისი
ფეხით, შემოდგომისფერ თოვაში და როგორ გვიხაროდა.
როგორ გვასველებდა წვიმა და როგორ ვანათებდით ამდენ მუქ ფერში მხოლოდ ჩვენ ორნი.
ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
ჩვენ კარგად ვიქნებით, სანამ ერთმანეთი გვეყოლება.
სანამ შემოდგომა იარსებებს.
Read Next
ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც.. …
თურმე ადამიანს მართლაც ძალიან ცოტა ყოფნის ბედნიერებისთვის.. დღეს დაახლოებით ორ საათზე ჩემ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.. უკვე გავდიოდი სახლიდან, კარი გავაღე და გაოცებისგან ადგილზე გავშრი :X ჩემ სართულზე თაბახის ფურცლები იყო გაკრული ფერადი ასოებით ნაწერი ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: “Yous Smile Always …
არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი …
გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ… წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ …