მე – ჩემები.. მიყვარხარ. იქნებ უსაზღვროდ.. ზედმეტად.. და ყოველ ჩასუნთქულ ჰაერზე მეტადაც.. ფილტვებსაც შენ ავსებ, ძარღვებშიც შენ მივლი და… ვსუნთქავ. და ჩასუნთქული ჰაერის ყოველი ყლუპით, სულ უფრო თავიდან ვივსები შენით.. სიყვარულს საზღვრებში არ აქცევენ, ჩემო. და მეც უკვე ამ საზღვრებს …
მოიისფრო Articles.
დღეს სამსახურიდან ადრე წამოვედი.. გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო აღმაშენებელზე.. უამრავი ხალხი ირეოდა. უამრავი კაფე, მაღაზია, გიოს ჯერ არ ეცალა.. 1 საათი მქონდა დრო. გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამესეირნა. ვერ ვიტყვი, რომ სასეირნო ამინდი იყო.. ძალიან ციოდა. მაგრამ მაინც.. მაინც მექაჩებოდა რაღაც …
ის მომენტი, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის მიხვედრა უცნაური სიცივით და სევდით გივსებს გულს.. არა, მიხვედრა კი არა, გახსენება.. თუ მიხვედრა.. ან ერთიც და მეორეც.. გახსენება და მიხვედრა იმისა, რომ რეალურად არ გქონია ის მნიშვნელოვანი რაზეც ალბათ ყველა ოცნებობს.. ღრმა ბავშობაშივე …
ძლივს დავინახე მზის სხივები ამდენი ხნის მერე.. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძვლებში შეაღწია სითბომ.. თითქოს სისხლმა უფრო უკეთ დაიწყო მოძრაობა ძარღვებში.. მთელი არსებით შევიგრძნობდი მზის სხივებით გამთბარ ნიავს.. ხარბად ვიყნოსავდი გაზაფხულისსუნიან ჰაერს.. – რა სხვანაირი ჩანს ყველაფერი ამ სახურავიდან.. ადამიანები.. …
სოც. ქსელები