ჩვენ ვიქნებთ სულ. იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს აი ასე შენს ზურგზე შემოსკუპება პატარა მაიმუნივით და ეშმაკურად სიცილი. ჩვენ ვიქნებით სულ. იმიტომ, რომ შენთან მუდამ ბედნიერებით ვივსები და ეს ყველაფერზე აისახება. გამოხედვაზე, ღიმილზე, სიარულის მანერაზე, მიმიკებზე… ჰო. ჩვენ ვიქნებით სულ, …
მოიისფრო Articles.
თვალს ვახელ. ოთახს მკრთალი სინათლე ავსებს, აშკარად ღრუბლიანი დღეა. ნელ-ნელა ვეჩვევი გარემოს და უკვე ფანჯრის მინებზე წვიმის წკაპუნის ხმაც მესმის. “ოღონდ ეს არა..” არანაირი სურვილი არ მაქვს ლოგინიდან ავდგე, გაღვიძება არ მინდოდა საერთოდ, ამიტომ მხარს ვიცვლი და ისევ ვიძინებ.. დღის …
ის მომენტი, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის მიხვედრა უცნაური სიცივით და სევდით გივსებს გულს.. არა, მიხვედრა კი არა, გახსენება.. თუ მიხვედრა.. ან ერთიც და მეორეც.. გახსენება და მიხვედრა იმისა, რომ რეალურად არ გქონია ის მნიშვნელოვანი რაზეც ალბათ ყველა ოცნებობს.. ღრმა ბავშობაშივე …
გადის დღეები, საათები, გადის წუთები, გადის წამები და… მენატრები… იცი? მიყვარხარ… მჭირდები, იცი? იცი, მინდა რომ შენ გეკუთვნოდე, მინდა მიყვარდე, შენზე ვფიქრობდე, შენთვის ვცოცხლობდე… რომ შენი ვიყო… მინდა სულ ვგრძნობდე მე შენს შეხებას, მინდა მათრობდეს შენი სურნელი. იცი, მჭირდები, მიყვარხარ …
სოც. ქსელები