რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… რაღაც კარგი, ისეთი, რაც არასოდეს გავიწყდება, რაც რთულ მომენტებში ღიმილს გგვრის, გულს სითბოთი გივსებს და თავს ადამიანად გაგრძნობინებს… რა ლამაზი იყო დრო, როცა ყველაფრის გჯეროდა… აწყობდი გეგმებს და დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი ასრულდებოდა რაც გულით გინდოდა… წვიმის წვეთების ხმა მხიარულ სიმღერად გეჩვენებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში შენი ტკივილის ამსახველ მელოდიად იქცა… მოვიდა დრო და პირველად თქვი, რომ ამქვეყნად სულ მარტო იყავი… მიუხედავად ამისა, მაინც არ მიმაჩნია, რომ მოგონებები ყველაზე დიდი მტერია… მოგონება ხომ მხოლოდ ტკივილს არ იწვევს… შეიძლება მთელი ცხოვრებიდან მხოლოდ 24 საათი გამოარჩიო, როცა მართლა ბედნიერი იყავი, მაგრამ სწორედ ამ წუთების გამო ღირს ცხოვრება… ტკივილი კი იმისთვისაა საჭირო, რომ რეალურად შეიგრძნო სიხარული… გული გატკინა? ნუ იფიქრებ მასზე ცუდად… შენ ხომ ნამდვილად გიყვარდა.. ეცადე აპატიო, ხალხს თავი მოაჩვენე, რომ დაივიწყე.. დაე ის დარჩეს, რაც ნამდვილად კარგი იყო, რატომ უნდა გადავუსვათ ხაზი იმ სილამაზეს, რაც ურთიერთობას ახლდა თან… მადლობელი იყავი მისი, რომ ასეთი სიყვარული შეგაძლებინა..
შეიძლება შენგან დაიღალა… ეს ნებისმიერის უფლებაა… წავიდა, მაგრამ სხვა არ გინდა… ტოვებ ადგილს შენ გულში-მისთვის… ყოველი შემთხვევისთვის… რა საჭიროა სიყვარულის სიძულვილით შეცვლა, შენ ხომ გიყვარდა, ეს ყველას არ შეუძლია… უბრალოდ შეგიძლია, დაივიწყო ყველაფერი რაც გასწავლეს და ოცნება ისწავლო, შეგიძლია ადამიანში ცუდის ნაცვლად კარგი ეძებო და ამ კარგის გამო შეიყვარო.. არის მომენტები, როცა ოცნებობ, რომ სულ არ დაბადებულიყავი, როცა იღიმი, მაგრამ ცრემლებს ძლივს იკავებ, როცა ეს მოჩვენებითი ბედნიერება შენს სულს დამპალი კედელივით ნელ-ნელა შლის, მაგრამ ამ ყველაფრის ატანა ზუსტად იმ ლამაზი ეპიზოდების გამო ღირს, რომლებისგანაც ცხოვრების ბოლოს ლამაზ 24 საათს შექმნი, ააწყობ და მისით გაიხარებ… თვალს გადაავლებ შენს განვლილ ცხოვრებას და ამდენ ტანჯვაში აღმოაჩენ ნათელ წერტილს, 24 ბედნიერ საათს და მაშინ მიხვდები, რომ ტყუილად არ გიცხოვრია…
Read Next
გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ… წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ …
ახლა რაღაც ისეთს უნდა ვწერდე ;დ მისწიურს :დ მაგრამ ვერ აღვიქვამ ამ რაღაცას სერიოზულად. სავარაუდოდ ისევ რაკეტის გამოცდის უშედეგო (?) მცდელობაა.. მაგრამ რახან ხალხს ძალიან უყვარს კუდების გამობმა (თუმცა კუდი ამასაც აქვს) ვიტყვი. მევიდა ბეჯო ჩვენი დრო? უცხოპლანეტელები მევიდნენ <3 …
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი. უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე VII ისევ ნაძვები. ჰორიზონტზე. მუქი, მუქი მწვანე. მინდა გავიქცე, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი. მეშინია, თუმცა ხმა არ …
პატარაობიდან მოყოლებული, ჩვენი ოთახები იყო ჩვენი თავშესაფარი. ჩვენი, ყველაფრის მოწმე ოთახები. ყველა სიხარულის, ყველა იმედის, ყველა ცრემლის, თუ ტკივილის. ოთახები, …