ყველაზე ცუდი სიცარიელის შეგრძნებაა, დილას პირველ გრძნობად რომ მოდის და
ახლად თვალგახელილს უცებ რომ შეგახსენებს მომავალი დღის უაზრობას.
რა გინდა რომ ქნა?
მეგობრები ნახო? წერო? იკითხო? მუსიკას უსმინო?
ეს ყველაფერი ხომ მეასედითაც ვერ გაათბობს იმ აუტანელ სიცივეს,
ეს სიცარიელე რომ ტოვებს ჩვენში.
ამ სიცარიელის გამომწვევ მიზეზებზე რომ დაფიქრდე, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო.
ვის მოუნდება ფიქრი იმაზე, რომ ის, რისიც ბოლო პერიოდი ყველაზე მეტად გჯეროდა
შეიძლება ერთი დიდი ილუზია აღმოჩნდეს, ან იმაზე,
რომ ეს შენი ბედნიერების ილუზია ერთი ხელის მოსმით დაინგრა და სწორედ მაშინ,
როცა გეგონა, რომ ყველაფერი იდეალურად იყო შენს ცხოვრებაში, როცა ბოლოს და ბოლოს მიეცი თავს მოდუნების უფლება. არც კი ვიცი ვინ ან რა მჭირდება..
ალბათ არავინ და არაფერი.. მხოლოდ მუსიკა, ყავა და ფოთლები, რომლებიც ჩემ ჯინაზე არ ყვითლდება და არც ცვივა..
“რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს..”
მიმიფურთხებია ისეთი სიძლიერისთვის, როცა ათასჯერ უნდა მოკვდე სულიერად,
რომ ოდნავ “გაძლიერდე” და ფიზიკურად მაინც ცოცხალი დარჩე.
მიმიფურთხებია ისეთი სიძლიერისთვის, რომელიც ფერებს გვაკარგვინებს.
“თუ მხატვარმა ფერები დაკარგა, ის ყველაფერს კარგავს..”
მე მხატვარი არ ვარ, თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იმდენი ფერიც აღარ დამრჩა,
რომ სხვა კი არა, ჩემი თავი მაინც გავაფერადო.
Read Next
წვიმს. ამინდიც ისეთი ცივი და არეულია, როგორც ჩემი ფიქრები ახლა. უკვე 2 კვირაა ოქტომბერმა თავის მელოდიის დაკვრა დაიწყო და… ვსუნთქავ. ჩვენი ტბის პირას ვზივარ. ტანსაცმელი სულ დამისველდა, მაგრამ თითქოს ესეც სულ ერთია ახლა. როგორ ველოდი ყვითელი ფოთლების თოვას, ნაცრისფერ შეპარულ …
არ მახსოვს ვინ მითხრა სკოლას დაამთავრებ და უზომოდ მოგენატრებაო.. არ მჯეროდა.. რა თქმა უნდა, იყო ნოსტალგია პირველ დღეებში მაგრამ საგამოცდო ციებ-ცხელებამ, სტუდენტობამ, გრანტმა – ყველაფერი გადამავიწყა.. ვაღიარებ, სანამ დავამთავრებდი ერთი სული მქონდა იქედან გამომეღწია.. ალბათ რაღაც დროა საჭირო, რომ მიხვდე …
“როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ”. უფსკრულიდან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს. თითქოს შენი ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშების ყველა შრე ახლიდან გაიარე და საბოლოოდ ჩაიკარგე უსასრულობაში.ფსკერზე დანარცხებული, მხოლოდ …
მე მომწონს ის, რომ შენ არ გიყვარვარ… არც მე მიყვარხარ და ესეც მხიბლავს… რატომ? არ ვიცი… ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს.. სიყვარული ხომ საოცრად მასუსტებს.. და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას… ჰო, მინდა მყარად …