ყველაზე ცუდი სიცარიელის შეგრძნებაა, დილას პირველ გრძნობად რომ მოდის და
ახლად თვალგახელილს უცებ რომ შეგახსენებს მომავალი დღის უაზრობას.
რა გინდა რომ ქნა?
მეგობრები ნახო? წერო? იკითხო? მუსიკას უსმინო?
ეს ყველაფერი ხომ მეასედითაც ვერ გაათბობს იმ აუტანელ სიცივეს,
ეს სიცარიელე რომ ტოვებს ჩვენში.
ამ სიცარიელის გამომწვევ მიზეზებზე რომ დაფიქრდე, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო.
ვის მოუნდება ფიქრი იმაზე, რომ ის, რისიც ბოლო პერიოდი ყველაზე მეტად გჯეროდა
შეიძლება ერთი დიდი ილუზია აღმოჩნდეს, ან იმაზე,
რომ ეს შენი ბედნიერების ილუზია ერთი ხელის მოსმით დაინგრა და სწორედ მაშინ,
როცა გეგონა, რომ ყველაფერი იდეალურად იყო შენს ცხოვრებაში, როცა ბოლოს და ბოლოს მიეცი თავს მოდუნების უფლება. არც კი ვიცი ვინ ან რა მჭირდება..
ალბათ არავინ და არაფერი.. მხოლოდ მუსიკა, ყავა და ფოთლები, რომლებიც ჩემ ჯინაზე არ ყვითლდება და არც ცვივა..
“რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს..”
მიმიფურთხებია ისეთი სიძლიერისთვის, როცა ათასჯერ უნდა მოკვდე სულიერად,
რომ ოდნავ “გაძლიერდე” და ფიზიკურად მაინც ცოცხალი დარჩე.
მიმიფურთხებია ისეთი სიძლიერისთვის, რომელიც ფერებს გვაკარგვინებს.
“თუ მხატვარმა ფერები დაკარგა, ის ყველაფერს კარგავს..”
მე მხატვარი არ ვარ, თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იმდენი ფერიც აღარ დამრჩა,
რომ სხვა კი არა, ჩემი თავი მაინც გავაფერადო.
Read Next
წვიმს. ამინდიც ისეთი ცივი და არეულია, როგორც ჩემი ფიქრები ახლა. უკვე 2 კვირაა ოქტომბერმა თავის მელოდიის დაკვრა დაიწყო და… ვსუნთქავ. ჩვენი ტბის პირას ვზივარ. ტანსაცმელი სულ დამისველდა, მაგრამ თითქოს ესეც სულ ერთია ახლა. როგორ ველოდი ყვითელი ფოთლების თოვას, ნაცრისფერ შეპარულ …
ალბათ ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა ბრძოლას ვწყვეტთ და ცხოვრებას ვნებდებით, თუნდაც ერთი წუთით.. ხშირად ხდება ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყობა და ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვს.. ამ დროს ფიქრობ, რომ აღარაფერი იქნება კარგად.. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შრამები.. შეიძლება ღამეებს ტირილში …
ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები. ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე. ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად. არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი. ბრძოლა ჩემს თავთან …
ანი : ** ვზივარ და ისევ წერილს გწერ… რა საოცარია არა? შენი კომპიუტერი ჩემი მოგონებების სასაფლაო აღმოჩნდა… საიდან, როგორ აღმოგაჩნდა ეს სურათები?? იცი მე ყველაფერი წავშალე.. თითქოს ამ ფოტოებს, წერილებს, სკაიპის ისტორიებს გავატანე ყველაფერი რაც გვაკავშირებდა… ამით “გავითავისუფლე” გონება… რეალურად …