Site icon მოიისფრო

ბემბი. ♥

ალბათ გგონიათ, რომ ბავშობის მოგონებები შემომაწვა და თითქმის ყველასთვის
საყვარელ პერსონაჟზე, დიდთვალება და ლამაზდრუნჩიან ბემბიზე ვწერ.
გარკვეულწილად ასეცაა, ბემბის დიდი, ლამაზი თვალები და ულამაზესი ცხვირ-პირი აქვს.
და საერთოდ ულამაზესი გოგოა. დიახ, მე ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარ ბემბიზე ვწერ.
და ჰო, ისიც ყველასთვის საყვარელია.
აი, ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყურებ და.. They make your day!
ასეთია ბემბოც. უყურებ და რაც არ უნდა ცუდად იყო, რაღაც მომენტში კარგად ხდები.
იმიტომ, რომ.. როგორ აგიხსნათ, ეს ხომ ბემბია. ბემბის უნდა იცნობდეთ რომ მიხვდეთ.
ერთ-ერთია იმ იშვიათი ადამიანებიდან, რომლის გამოც თეატრში მისვლა მიხარია.
ჰო, ერთ თეატრში ვართ მე და ბემბო <3
უცნაურია ისე, არასოდეს მითქვამს მისთვის ეს ყველაფერი.
ვერც იმას ვიტყვი, რომ გადაფსკვნილი დაქალია.
მაგრამ ხომ ვამბობ, ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, ვინც მართლა გულით მიყვარს, იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ბემბო არ გიყვარდეს.
დღეს ბემბის დაბადების დღეა ♥
ბემბო, გილოცავ დაბადების დღეს!
არც ვიცი შენნაირ ადამიანს რა შეიძლება ვუსურვო.
ალბათ ჩვენ თავებს უნდა ვუსურვო, რომ შენსავით კარგები ვიყოთ, არ ვიცი.
შენ კი უბრალოდ ეგეთი დარჩი ♥
როგორიც ხარ.
იმიტომ რომ უ-კარგესი რამ ხარ!
მიყვარხარ და ბევრ როლს, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ბევრი ფოტოს გადაღებას და მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.

Exit mobile version