Site icon მოიისფრო

ბნელა, ანუ Everything's better with explosions!

ძალიან ბევრი პოსტი დაიწერა 17 მაისის შესახებ, ვიცი, მაგრამ მინდა მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
ვერავის შევპირდები, რომ ცენზურა დაცული იქნება, თუმცა ვეცდები.
მოკლედ.
არც ჰომოფობი ვარ და არც მათი საწინააღმდეგო მაქვს რამე. ვისაც უნდა ტრა*ს მიცემს, ვისაც უნდა პირს და ა.შ.
არავის საქმე ეგ არაა.
უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საკმაოდ საინტერესო ადამიანია და როცა ჩემთვის ადამიანი საინტერესოა, სულ ფეხებზე მკიდია გეია, ლეზბოსელი თუ ბისექსუალი. მისი ორიენტაცია მასთან მეგობრობაში ხელს ვერ შემიშლის.
თუნდაც იმიტომ, რომ სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 90% ჰომოფობია (თუ მეტი არა) და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ჰომოფობიის ზეიმის დღედ იქცევა-ხოლმე. (ჩვენ ხომ ყველაფერში ორიგინალურები ვართ).
ამიტომ ვთვლი, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მოწყობა იყო *ობა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ჰომოფობიას ეწინააღმდეგებოდნენ, ამ ქვეყანაში ყველაფერი არასწორად, ამ შემთხვევაში პარადად აღიქმება.
მეორე მხრივ, LGBT საზოგადოების წინააღმდეგ გამართული ვითომ და “ლოცვითი აქცია” იყო Epic *ობა.
იმიტომ, რომ როცა აქციას არქმევ “ლოცვით აქციას”, მაშინ სკამებით და ჭინჭრებით არ უნდა დარბოდე, ავადმყოფივით ყველა ავტობუსს და სამარშუტო ტაქსს არ უნდა აეკიდო და აზიანო იმ მიზეზით, რომ “შესაძლოა იქაც იყვნენ ლგბტ მგზავრები”.
საშინელებაა, როცა “ტაბურეტკით” შეიარაღებული სასულიერო პირი დედის გინებით დარბის წინ და უკან 🙂
მერე ასეთები გამოვლენ და დაიწყებენ ქადაგებას მოყვასის პატივისცემაზე და ძალადობის უარყოფაზე, ბიჩ ფლიზ!
ყველაზე მეტად რამაც გამომაშტერა იყო ჩემი ჰომოფობი Facebook friend – ების რეაქცია ამ ყველაფერზე.
ისე ამაყობენ მომხდარით, გეგონება მართლა გმირობა ჩაიდინეს.

🙂 დეგენერატი ცხოველები რომ ხართ, ამას ეს ფოტოც ამტკიცებს.
ეს გოგო არც LGBT – ს მხარდამჭერი იყო და არც მოწინააღმდეგე აქციის მონაწილე.
ჟურნალისტია უბრალოდ და ასეთ მდგომარეობაშია ახლა.
ვიმეორებ, უბრალოდ ჟურნალისტი, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებდა.
კიდევ იამაყონ იმით, რომ ჩამოსხმული *ები არიან 🙂
და ბოლოს, დავამატებდი იმას, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით 🙂
ტრაკში ვართ.
თან ისეთ ტრაკში, კიდევ დიდ ხანს რომ ვერ გამოვაღწევთ.
თუ გამოვაღწიეთ ოდესმე.

Exit mobile version