Site icon მოიისფრო

გამოცდა ვოკალში – ანუ Hallelujah!


– ვაიმე, ლიკა მასწ 🙁 რომ ვერ ვიმღერო?
გუშინ, რეპეტიციაზე, საოცრად თავდაჯერებული ვიყავი.
ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე სახლშიც, რეპეტიციებზეც, ბევრჯერ დამუშავდა სიმღერები, დუეტებშიც ძალიან კარგი მეწყვილეები მყავდა, ინდივიდუალურად Hallelujah-ს ვასრულებდი და
მისამღერში ჩემი ანანო ძალიან ლამაზად მყვებოდა. მოკლედ, იდეალურად იყო ყველაფერი.
საღამოს, რეპეტიციიდან რომ დავბრუნდი, უკვე ავნერვიულდი, რადგან ვიცოდი, რეჟისორები დაგვესწრებოდნენ.
და არა მარტო.
გათენდა.
წავედი თეატრში.
სანამ გენერალურ რეპეტიციას გავივლიდით, ნერვი აღარ შემტოკებია.
ვკაიფობდი ჩემ თავზე, ფლეგმატიკი ვარ-მეთქი.
შევედით აუდიტორიაში.
ისევ არანაირი ემოცია.
ვიმღერე ძალიან კარგად.
– მორჩა, ვურეკავ ვინც უნდა დაგვესწრონ. – ეს ჩვენი პედაგოგი იყო, ლიკა. ჩვენი ლიკა მასწი <3
გავედი აუდიტორიიდან.
უკვე თავბრუ მეხვეოდა.
იქვე, შემოსასვლელში უზარმაზარ სარკეში ჩემ ანარეკლს მოვკარი თვალი. ფერი აღარ მედო სახეზე.
– ჯერ სად ხარ, ის ნახე, სულ რომ გაგიოფლიანდება ხელები და ჰაერი აღარ გეყოფა მერე – დამამშვიდა გიომ.
– არ მომივა მასე.
– ვაიმე, ლიკა მასწ 🙁 რომ ვერ ვიმღერო?
– იმღერებ, კარგი რა!
– ნიკას შენ მიეცი პირველი ხმა, მე ცუდად ვარ ძალიან. – ეს ანანო იყო.
– კარგი.
ყველაფერი გაბუნდოვნდა.
“იქნებ არ ვიმღერო? მაგრამ ამდენი შრომა..
რამდენი ვიმუშავეთ მეც, ანანომაც, ლიკამაც…
უნდა გამოვიდე.
მაგრამ იქნებ?
არა..”
– მოდიან!
გაისმა უცებ.
“ვაიმე, ახლა რა ვქნა?”
სარგადაყლაპულივით დავჯექი.
აღარც მინდოდა იქიდან დაძვრა, სანამ ყველა არ წავიდოდა.
“რა? რამდენი ხალხია! მოიცა, ვაიმე”
მე მხოლოდ ბატონ ოთარს, სკოლსკის და გაგას ველოდი.
ბევრი ადამიანი მოიყოლეს..
ჩემი გაგა.. გაგა პირველი რეჟისორი იყო, რომელთანაც შეხება მქონია და საერთოდ, პირველი პედაგოგი.
პირველ კურსზე ზუსტად გაგა მასწავლიდა.
ცოტა დავწყნარდი..
გავიდა ნიკა..
“მეორე სიმღერას ერთად ვმღერით? ვა-ი-მე. არა რა 🙁 ”
ვიგრძენი, რომ ჰაერი მართლა აღარ მყოფნიდა..
მაკანკალებდა.
“ოღონდ გული არ წამივიდეს”
ხელი გამომიშვირა. ჩავკიდე და ავდექი.
დავიწყეთ სიმღერა.
არ მახსოვს, როგორ ვიმღერეთ, მარტო ის მახსოვს, რომ სკოლსკი ცერა თითებს გვაჩვენებდა მოწონების ნიშნად.
აპლოდისმენტები.
“სადაა სკამი, სკამი მინდა!”
დავჯექით. ხელი არ გამიშვია, ვნერვიულობ.
გავიდა მარი. გავიდა ლიკა. გავიდა ქეთი. გიო.
ჩემი და ანანოს ჯერი დადგა.
თვალით ვანიშნე. ავდექით.
ხმა მიკანკალებს. და საერთოდ, სულ ვკანკალებ.
არაფერი მახსოვს, მარტო ის, რომ სიმღერა დავიწყეთ და რატომღაც ყველა გაჩუმდა უცებ და გაოცებულები გვიყურებდნენ.
აპლოდისმენტები.
“სკამი სადაა! მაგრამ არა, რა სკამი, ჩემი ალილუია მაქვს სამღერი”.
გიოს სიტყვები მახსენდება, ცივი ოფლი დაგასხამსო.
ჯანდაბა, ხელის გულები სულ სველი მაქვს.
ყელი მიშრება.
სუნთქვა მიჭირს და ფეხზე ძლივს ვდგავარ.
შესავალი..
“ტექსტი!”
– I heard there was a secret chord…
“ჯანდაბა, ყელი”
ვცდილობ ნერვიულობა არ შევიმჩნიო.
ნელ-ნელა გულზე მეშვება.. ვიხსნები.
პატარა პროიგრიში..
“მესამე კუპლეტია უკვე?”
ყელი ჩავიწმინდე.
ვიწყებ..
– Maybe there’s a god above…
მგონი მოვრჩი..
– Hallelujah!
ყველა ტაშს უკრავს.
მგონი სკოლსკი ფეხზეც ადგა.
“სადაა სკამი, ბლინ!”
ამჯერად გიოს გვერდით აღმოვჩნდი.
– ვაიმე, ვაიმე გიო! მხარზე ვადებ თავს და ვჩურჩულებ. – გიო, ძალიან ცუდი იყო? სიმართლე მითხარი.
– რა ცუდი, ცუდი კი არა საოცრება იყო! ძალიან მაგარი ხარ. – ისიც ჩურჩულებს.
“მგონი გადავრჩი?”
მთავრდება გამოცდა.. ანანო სასწაულად მღერის <3
ბევრი მილოცვები და მოწონებები..
– ეს ორნი ხვალ სამ საათზე მოვიდნენ. – ბატონი ოთარი ჩემზე და ანანოზე უთითებს.
რაღაც ხდებაო, მონაწილეობაო, ვერ გავიგე ვერაფერი..
მაგრამ ბედნიერი ვარ, მოეწონათ!
ვისმენთ შეფასებას/კრიტიკას.
ყველაფერი მორჩა..
– ჩააბარეთ! – ამბობს ჩვენი ლიკა მასწი ღიმილით. – დიდი მადლობა ბავშვებო.
– მადლობა თქვენ, ლიკა მასწ.
გადავდივარ თეატრში.
ფოიესთან ჭუმბურიძე მხვდება.
– საღოლ შენ!
– მოგეწონა? – გაოცებული ვეკითხები.
– ძალიან.
კენკე მხვდება ფოიეში.
– არ მოველოდი შენგან, რა ხმა გქონია!
– მადლობა <3
სკოლსკი მეხვევა და მგონი მეუბნება კარგი გოგო ხარო, კიდევ რჩევებს მაძლევს, კიდევ ვერ ვარ მშვიდად და არაფერი მესმის.
– ჩემი სტუდენტები არიან ესენი! – ამბობს გაგა ჩემზე და ანანოზე.
ვეხუტები გაგას.
მგონი ყველაფერი მორჩა..
ვზივარ მარშუტკაში და ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ ვინერვიულე. მისაღებ გამოცდებზეც კი არ მინერვიულია ამდენი.
ამდენი კი არა, საერთოდ არ მინერვიულია..
სასცენო მეტყველების ფინალურ გამოცდაზეც ვნერვიულობდი შარშან, როგორ არა, მაგრამ ასე?
ასე არასდროს..
ამას ერქვა ნერვიულობით სიკვდილი და მერე მკვდრეთით აღდგომა 😀
ვერც იმას ვერ ვხვდები როგორ ვიმღერე.
რახან მოეწონათ, ე.ი. კარგად.
მალე მეტყველებაშიც იქნება გამოცდა..
ოსტატობაშიც..
ცეკვა – ჩექდ.
უკვე ვოკალიც.
სახლში ვარ და ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ჩავაბარე.
Hallelujah!

Exit mobile version