Site icon მოიისფრო

გზაში.

Image

– ხვალაც გვექნება 1 საათზე რეპეტიცია ბავშვებო, ზეგ სავარაუდოდ გამოცდა..
დამღლელი დღე იყო.. არამარტო ფიზიკურად, ემოციურადაც – საკმაოდ.
მეძინებოდა და სახლში მინდოდა საშინლად.
ჩავიცვი და გამოვედი..
ფუ, კაშნე დამავიწყდა.. რატომ არ გავიკეთე ნეტა გამოსვლისას?
ა, ჰო. არ ციოდა. ახლა ცივა სამაგიეროდ.
ქარია.
“ამაღამ ალბათ მოუმატებს”.
ვცდილობ ქარს იმ დონეზე მაინც გავუწიო წინააღმდეგობა, რომ არ წამიღოს.
თმა თვალებში მეყრება.
თმის სწორებაში და ქართან ბრძოლაში “მარშუტკა” მასწრებს.
FML.
Fine, დაველოდოთ.
ვიღაც ქალი ისე მიბღვერს, გეგონება ცხოვრება დავუნგრიე.
“რა უნდა ახლა ამას..”
მოვიდა.
ავედი.
“თავისუფალი ადგილები, რა კარგია”
დავჯექი ფანჯარასთან.
ყურსასმენები.
მუსიკა.
ეგაა.
“ნეტავ ყურსასმენები რომ არ მქონდეს, როგორ ვიმგზავრებდი? ან საერთოდ რა უნდა ქნას ადამიანმა ყურსასმენების გარეშე?”
ჯავახიშვილის პირველი კორპუსი.
ფილარმონია.
კოსტავა.
დეზერტირების მიმდებარე ტერიტორია.
“მალე მივიდეს, რა”
ვიღაც ქალი მიჯდება გვერდით.. არა, მიჯდება კი არა, ნახევრად მე მაზის.
ნამეტანი დიდი გაბარიტების მქონეა..
“ნუ, აი, რატომ?”
წერეთელი.
“ნეტავ როგორ ჩაივლის გამოცდა? სცენაზე იქნებაო… ეგ კარგია, მაგრამ იმედია ვოკალის მსგავსად გულის წასვლებს არ დავიწყებ.. დიიიიდი იმედია :/”
დიდუბე.
“ცოტაც გაუძელი, აუ გაიწიოს მაინც, ან გადაჯდეს”
Pink floyd – Time
აბსოლუტურად ვეშვები და თვალებსაც ვხუჭავ.
ნეტარებაა.
“დათო, ეს კვირა სამსახურში ვერ ვივლი, გამოცდები მაქვს და ამიტომ დამჭირდა. იქით კვირიდან – ისევ ისე განვაგრძობ”
მოდის საპასუხო “sms”.
“არაა პრობლემა”.
ესეც ასე.
ჩამოვდივარ.
უკვე ისეთი ქარია, სახლამდე როგორ მივაღწევ არ ვიცი.
მაგრამ რატომღაც მსიამოვნებს.
ჰაერის ცივ მასას სახეს ვუშვერ.
“So you run and you run to catch up with the sun but it’s sinking
Racing around to come up behind you again.”
“როგორც კი მივალ ყავას დავლევ… აუ, რამე წვნიანიც გაასწორებდა ახლა, ცხელი”
ძალიან ცოტა დარჩა სახლამდე.
აი, მივუახლოვდი კიდეც ჩემ საყვარელ ქუჩას , აი, იმას, ხეები როა ნაპირებში ჩამწკრივებული.
საბავშო ბაღში ბავშვები “აიწონა-დაიწონა”-ს თამაშობენ.
ჩემი ბავშობა მახსენდება.
მოედანზე ერთადერთი ბიჭი დასდევს ბურთს..
სიამოვნებით შევუერთდებოდი, ძალაგამოცლილი რომ არ ვიყო..
ნელ-ნელა ავდივარ კიბეებზე.
“მოხვედი, ბებო? წვნიანი გაგიკეთე, ესიამოვნება-მეთქი ვიფიქრე.. გიყვარს ვიცი”
“აუ, ბე, ჯიგარი ხარ!”
იწინასწარმეტყველა, მგონი <3
ესეც ასე..
სიცივიდან სითბოში..
შენ სახლში <3
სადაც ბებო, წვნიანი და ყავა გელოდება ნამცხვართან ერთად..
მერე თბილი პლედი, წინდები და “ნარცისი და გოლდმუნდი”.
“Home, home again
I like to be here when I can
And when I come home cold and tired
Its good to warm my bones beside the fire”
<3
ნდიახ.
კარგად ჩავაბარებ გამოცდას..
და საერთოდ, ჩემ “აჩრდილსაც” შევხვდები ოდესმე.

Exit mobile version