Site icon მოიისფრო

გზა გულისკენ.



ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით..
მაღლიდან გადმოვყურებდით ქალაქს..
თითქოს მანქანების ხმაური ვერც აღწევდა ჩვენამდე..
თბილი დღე იყო..
– გავიაროთ.. – თქვა და წამოდგა.
გავყევი.. ცოტა ვიბოდიალეთ, მერე შეჩერდა და გულში ჩამიკრა..
– გესმის ჩემი გულისცემა? შენს სახელს ამბობს.. – თქვა ჩუმად.
– მესმის.. – კიდევ უფრო მეტად დავაკვირდი და გამეცინა.. – თავდაყირა აყენებ ჩემ გეგმებს.. – გულწრფელად ვთქვი.
– ეგ პირველად მე გითხარი – რა თქმა უნდა არ შემარჩინა.
იყო და არა იყო რა… – დაიწყო უცებ.
არ გავნძრეულვარ, არც ხმა ამომიღია.
წარმოიდგინე, რომ ჩემი გული დიიდი სასახლეა.
ადრე ამ სასახლეში ბევრი წვეულება იმართებოდა, ბალები, მასკარადები..
უამრავი ხალხი ირეოდა.. ნაცნობი თუ უცნობი..
დროთა განმავლობაში კი ყველამ მიივიწყა..
ერთ დღესაც კი ამ სახლის ქუჩაზე პატარა გოგონა გამოჩნდა.
თავიდან დიდი გალავანი რომ დაინახა შეშინდა, შესვლა გადაიფიქრა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, ძალიან ციოდა, ღამდებოდა და თან სანთელიც უქვრებოდა.
შევიდა ეზოში. მართალია, იქაურობა მიტოვებული და მოუვლელი იყო, მაგრამ ძველ დიდებაზე ჩუქურთმები და ქანდაკებებიც მეტყველებდა..
არ იცოდა ვისი იყო ეს ფიგურები, მაგრამ აშკარად დიდი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ..
პირქუში ჩანდა იქაურობა..
ძალიან ეშინოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შესვლა..
შევიდა..
უზარმაზარი ოთახები იყო, ყველაფერი მტვრიანი და დასალაგებელი..
სახლის პატრონი არც მოუკითხავს ისე დაიწყო ყველაფრის დალაგება.
მალე იქაურობა გაასუფთავა და გაალამაზა.
დღეს იმ სახლში ცხოვრობს..
აი, ასე დაუკითხავად შემოხვედი ჩემ გულში და ყველაფერი თავდაყირა დააყენე..
მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ მის გულში ვცხოვრობდი.. გამეღიმა და უფრო მეტად მივეკარი..
ნელ-ნელა დაგვაღამდა..
თებერვლის ბოლოსთვის უჩვეულოდ თბილოდა.
ჰაერში მოახლოებული გაზაფხულის სუნი ტრიალებდა.
– მალე გაზაფხული მოვა.. – ჩავილაპარაკე.
– და ყველაფერი კარგად იქნება.
დღეს ორი მარტია.
გაზაფხულის მეორე დღე <3

Exit mobile version