Site icon მოიისფრო

დაგვიანება…

დაგვიანება… უბრალო სიტყვაა…

არადა რა საშინელი აზრის მატარებელია…
… ესა მესა გადის ესა… გავიდა…
… ესა მესა გადის ესა… გავიდა…
… ესა მესა გადის ესა… გავიდა…

დავრჩით მე და შენ ..
… ესა მესა გადის ესა… გავიდა…
შენ იხუჭები…
გავრბივარ… გემალები, ოღონდ ისე არა, რომ ვერ მიპოვო…
არც ისე შორს შენგან… სულ ახლოს ვარ, რამდენიმე ნაბიჯში…
შენ დარწმუნებული ხარ, რომ აუცილებლად მიპოვი. ეს თავდაჯერებულობა უკვე იდიოტიზმში გადაგდის…

ჩვენ პატარა ბავშვები ვართ…
შენ ფიქრობ, რომ მაინც დაგელოდები და თავს უფლებას აძლევ მაღაზიაში გაიქცე და ნაირ-ნაირი ფერის “კევები” იყიდო, რომელსაც ბებია ყიდის.
შენ ჩემი დაკარგვის არ გეშინია, რადგან იცი, სულ ახლოს ვარ, რამდენიმე ნაბიჯში…
შენ იცი…
მაგრამ გავიწყდება, რომ  მარადიული არაფერია… სულელი ყოფილხარ, თუ გეგონა, რომ მუდამ დაგელოდებოდი…
გელი…
მაგრამ არ ჩანხარ…
სანამ შენ მაღაზიაში ბებიისგან ნაირ-ნაირი ფერის “კევებს” ყიდულობდი, სხვა მოვიდა… სხვამ მიპოვა…
უნდობლად ვუყურებ, მაგრამ ვხვდები, რომ გულწრფელია…
ხელს მკიდებს და მივყავარ…
ბავშურად გულდაწყვეტილი გავყურებ გზას, საიდანაც უნდა გამოჩნდე..
ჯერ ისევ გელი, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვასთან ერთად მივდივარ ხელჩაკიდებული…
მივყვები და თან უკან ვიყურები…
აი, გამოჩნდი…
მოდიხარ ნელა, უდარდელად, დარწმუნებული იმაში, რომ ჯერ ისევ გელი.
უცებ დაგვინახავ, ჯერ ღიმილი სახეზე გეყინება, მერე სულ გიქრება, ნაბიჯს უჩქარებ, ბოლოს კი გიჟივით მორბიხარ…
მოირბენ ჩემთან, დაღლილი, მძიმედ სუნთქავ…
ვარდისფერ “კევს” მიწვდი, მიღიმი და მეუბნები, რომ მიპოვე და “დამასტუკე” …
მე გიყურებ…
მზად ვარ ხელი გავითავისუფლო და “კევი” გამოგართვა, შენი გამარჯვება ვაღიარო და ჩაგეხუტო..
მაგრამ უცებ მახსენდება რა უდარდელად, როგორი თვითდაჯერებული მოსეირნობდი “კევებით” ხელში…
ბავშური თავმოყვარეობა მელახება… თვალებში გიყურებ და გეუბნები, რომ დაგაგვიანდა…
ვტრიალდები და მას მივყვები.
დაგვიანება… უბრალო სიტყვაა…
არადა რა საშინელი აზრის მატარებელია…
დაგაგვიანდა : ))

Exit mobile version