Site icon მოიისფრო

და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები….

“…ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში უცხო ქალაქს ავტომანქანებით უახლოვდებოდნენ, და ერთი მათგანი ალბათ უკვე ნამყოფი იყოიქ, რადგან მთაწმინდისა და მამადავითის დანახვაზე უყოყმანოდ თქვა:
ეს თბილისია, გრუზია, ხალხთა ჯალათის სტალინის ქვეყანა.

და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები…. 

სტალინის ქვეყანა რომელიც იყო, კარგად იცოდა მონადირემ.
ზიმბაბვე და პაკისტანი უფრო იყო სტალინის სამშობლო, ვიდრე საქართველო. რადგან იმ ქვეყნებისა დიდად არა ენაღვლებოდა რა, თავის ყოფილ სამშობლოს, საქართველოს კი, თვალს არიდებდა, როგორღაც ეხამუშებოდა, არ უსწორებდა თვალს.
რადგან სტალინს თავისი ნამდვილი ქვეყანა დიდადა ჰქონდა.
…შე იმისშვილო, შოთა და ვაჟა არ იცი და, შენივ სტალინით გვაფასებ, არა?
სტალინის ხალხი არ იყო, არა,კიბეებზე და შოთას გამზირზე რომ იწვნენ, იდგნენ.
თავისას ცეკვავდნენ… თავისას მღეროდნენ… თავისას მოითხოვდნენ. სხვისა არა უნდოდათ-რა.
ახლოვდებოდნენ სტასიკი და დროებითად შემჭიდროებული თანამეცხედრე ძმანი მისნი, და მონადირის შეშფოთებული სული მშობლიურ ხალხში, თავისიანებში, მაინც გზაარეული დაწრიალებდა – რაღაც ცუდს, ძალიან ცუდს, მაგრამ მხოლოდ დედამიწურს, უგრძნობდა გული. აქ ათასებად შეკრებილიყვნენ, ეს – ხალხი იყო, მაგრამ ყოველ იმათგანს, ყველას, საკუთარი ერთი სიცოცხლე და ერთადერთი ნაბოძვარი სამშობლო ჰქონდა, მონადირეს თან უხაროდა მათი ასე ერთად დანახვა, – საქართველოთი გაერთიანებულებისა, მაგრამ რაღაც ცუდსაც გაბმულად და ძლიერ უგრძნობდაშეჭირვებული გული, და ახლა უნდოდა მათი დაშლა, თუმცა ძალიან, ძლიერ ეამაყებოდა მათი ასე ერთად-ყოფნა; მაშინ სხვა იყო, წინა ნოემბერში სულ სხვასა გრძნობდა, ცუდს არაფერს ეუბნებოდაგული, ახლა კი, თან უნდოდა, რომ ყოველთვის ასე ერთად ოფილიყვნენ და მაინც უფრო მეტად უნდოდა რომ, მაინც, მაინც რომ დაშლილიყვნენ, დაუჯერებდა კია, ვინმე? დაუჯერებდნენ კი არა, მოღალატედაც კი ჩათვლიდნენ, მაგრამ ამისი არ ეშინოდა, – მონადირეს არ შეეძლო, სულ მცირე ნიჭადაც კი არ დაჰყვა ამდენ საკუთარსულიან ადამიანთა წინაშე გამოსვლა, რჩევა და მოწოდება, ვერა ბედავდა, და გინდაც კარგად შესძლებოდა, არა, არა, არ დაუჯერებდნენ, ეგებ უცნობებს მოგზავნილადაც კი ჩაეთვალათ, იქ გველის სულიც დატრიალებდა, არადა, ყველა მათგანი, გდაცმულების ჩაუთვლელად, თავისებურად სპეტაკი იყო ახლა, მაგრამ გონივრებს, ვისაც მწარედ ჩაბეჭდოდათ ის ცხრა მარტი, არ უჯერებდნენ, არ ესმოდათ იმათი: „ჯერ ის შევითავისოთ საფუძვლიანად, ამ მოკლე ხანში რომ შეგვეძინა – სასულიერო აკადემია, საწყობებად გადაკეთებული ეკლესიების ეკლესიებად დაბრუნება, დაბრუნებული რობაქიძე, სამმაგი სეიფიდან გამოღებული „მონანიება“, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სწორად ხსენება, კიდევ რაღაც-რაღაცეები… ასე, ორიოდ დღეში, ყველაფერს ერთად არავინ მოგცემს, რაგინდ კარქა არ ლაპარაკობდეს… გონიერება, ზომიერება… აჩქარებითა სოფელიო… გაგიგონიათ? არ შეგვარჩენენ ასე უცებ განზე განდგომას. სიბრძნე და ჭკუა გვმართებს მეტი… ძალიან ხომ არ ავჩქარდით, ხალხო… არ შეგვარჩენენ.“
„მართლები ვართ და, ვერაფერს გაგვიბედავენ. ახლა სხვა დროა.“
„კარგად ეცადეთ, როგორმე დიდ შენობაში შერეკოთ. ის შენობა მაგათი მინისტრთა საბჭოა და ამიტომ სამართლიანად გვექნება სროლის უფლება, – პრიკაზჩიკ იროდის მიერ გულჩატანილად შემუშავებულ გეგმას სტასიკსა და მისთანებს გადასცემდნენმთლად წვრილ-წვრილი პრიკაზჩიკები, – მერე ტელევიზიასთან ჩაირბენთ, იქაც შეჰყარეთ, ი ტამ გვაქვს სროლის უფლება. მეავტომატეები სულ მუსრს გაავლებენ.“
„დაიშალენით, – იხვეწებოდა მონადირის ისე ძალიანშეშფოთებული, რა მოსატანია მაგრამ, პარტბილეთდაკარგულიიროდივით, სული, მაგრამ არ დაუჯერეს.
რა ბევრნი იყვნენ, რორგორი მართლები და რომელიმე პრიკაზმეისტერის მიერ განწირულები მაინც, ბევრნი რომ იყვნენ, ესშორიდანაც კარგად ჩანდა, შეკრთა სტასიკი, მხრებჩამოყრილნი იდგნენ პოდელნიკებიც მისი, მაგრამ მშობლიური ტანკებირომ აინახეს, როგორ მიეცათ გული, აჰ, სახელმოხვეჭილი ტანკები ჯერ გაატარეს და უკან მედგრად გაჰყვნენ,
„ატრიაა-ად, სდექ! ნალეე-ვუ!“
და აქ სტასიკი ძლიერ დაიბნა:
ყველანი ისხდნენ, იმ ღამებნელში, ვერგათენეულ ცხრა აპრილშისტასიკისათვის ყოვლად უცნობი აუარება ყუჩი სანთელი ციაგებდა იქ, და, ჯერ ჩამორჩენილი ეკლესია ეგონა იქაურობა, მაგრამ არა,არა, ვიღაც რუსტაველის გამზირზე იყო,და,ტელევიზიით ბევრჯერ ნანახს რომ მოელოდა – მიუღებელ კაპიტალისტურ ქვეყნებში გფიცვისას როგორ ესროდა ხალხი სამხედროებს პროტესტის ნიშნად ქვებს, ბოთლებსა და ათს უბედურობას, ამია ნაცვლად კი, წყნარად ისხდნენ ქართველები და, მხოლოდ თავისას მოითხოვდნენ, სხვისა არაფერი უნდოდათ-რა, მაგრამ საზრიან სტასიკს მსწრაფლ გაახსენდა: „არ მოგატყუონ.თავს მოიკატუნებენ“, და მყისვე გააფთრდა: „როგორ, სტალინის ხალხმა კიდეც უნდა მომატყუოს მე“ – ახხ, ბრაზისაგან სულ აცახცახდა, და, იქვე გაისმა:

იმოქმეეე-დეთ!

და, პირველ რიგში, მისუსტებული მოშიმშილეებისაკენ ბარშემართულები დაიძრნენ, მაბრამ ხალხი წამოიშალა, გზა გადაუღობეს, მერედა, ვინ აკადრათ ეს, – ჯალათისტებმა, ტალინის ხალხმა, და თავისიანთაგან ერთი-ორმა აასწრო სტასიკს, სტასიკსარ ჰქონდა კარგი პოზიცია, ხელბარიანთა შუაგულში იყო, ისინი კი, მეწინავენი, ქალებს ურტყამდნენ, ქალებს ხოცავდნენბარიანებშიშეიჭრა მონადირის უმწეო და შეშლილი სული, „რას, რას აკეთებთ!ამას რას სჩადით!“ მაგრამ რომელი ერთი დაუგდებდა ყურს, თავიანთ ქალებს მოწყურებულნი, ყაზარმებში გამოკეტილნი, სულ სხვა ქალებზე იყრიდნენ ჯავრს და ხოცავდნენ ახლა, „კაცისმკვლელებო, ამას რას სჩადით!“, ისევ ყვიროდა უმწეო მონადირე, „ამას რას სჩადით, ტოლსტოი გყავდათ!“, ვინ დაუგდებდა სიცრუეებით ისე გამოტენილ, ვერგამოსაფხეკ ყურებს, მაინც ყვიროდა: „პუშკინი გყავდათ, მუსორგსკი გყავდათ!“ „ვოტ ვამ!.. – ბარიანი ხელის ყოველ დაქნევას ასე ყოლებდნენ ყაზარმელები: – ვოტ ვამ… ზა სტალინა… ზა სტალინა…“ მაოხრებელი გზირი… „ბუნინი გყავდათ, უბადრუკებო, სისხლისმსმელებო! ჩეხოვი გყავდათ!… – ისევ ამაოდ ღრიალებდამონადირე, – რახმანინოვი, დიდი სალტიკოვ-შჩედრინი გყავდათ!“ ვიღას ახსოვდა შენი ბულგაკოვიცა და პლატონოვიც, პროკოფიევი, ან, პრიკაზი ჰქონდათ, ხლა იმათგან არავინ ჰყავდათ, და, მარჯვენა თუ დაეღლებოდათ, მისწრება იყო საწამლავი, „უგუნურებო, ახლაც გიდგათ ეკლესიები!, დიდი პლატონ კარატაევი ხომ მართლა გყავდათ!“ პლატონ კარატაევი კი არა, დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი, ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმახელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: „ზა სტალინა…“
სტასიკის მამა „ზა სტალინაააა“-ს სულ სხვაგვარად ყვიროდა ხოლმე.
თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ.
ეგონა, მოსპო…” 

ეგონათ, მოსპეს.. მაგრამ რეალურად ერთ გულად აძგერებული საქართველო თუ შერჩათ ხელში..
ორლესული ნიჩბებით გაუპეს ახალგაზრდებს მკერდი..
მოწამლეს..
ტანკებით გადაუარეს..
ტიტები..
ყვავილებით დაფარული რუსთაველის გამზირი…
ალბათ რა დროც არ უნდა გავიდეს, მუდამ ყველას ემახსოვრება 9 აპრილის ტრაგედია.
შეიძლება ხალხი ამ დღეს აღიქვამს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისს..
მე ის ახალგაზრდები მეცოდება, რომლებიც შეეწირნენ ამ ყველაფერს.
მე დღეს 9 აპრილი მომილოცეს..
გავოგნდი.
ვერ მივხვდი, რა არის მოსალოცი..
სირცხვილია უბრალოდ ))
იყოს ეს პოსტი მათ მოსაგონებლად..

Exit mobile version