Site icon მოიისფრო

დიალოგი საკუთარ თავთან… Vol.2 კვირა საღამო.


მერამდენედ ემალები შენ თავს?

ოჰო, გამოჩნდი 🙂

მე სულ შენთან ვარ.

რაღაც ვერ გხედავ – ხოლმე.

ეგ შენ ვერ მხედავ.

მაინც და მაინც ისეთ მომენტებში რატომ ჩნდები, როცა ყველაზე მეტად არ მსურს კრიტიკის მოსმენა?

შენ გეშინია შენი თავის 🙂

ეუ… დაიწყო.

ნუ სწერვობ, არ გიხდება.

გეხვეწები, მორჩი რა.

ჯერ სად ხარ.

რა მალე ითვისებ ყველაფერს 😀

ნუ სწერვობ – მეთქი. მე არ ვარ ის ხალხი, ვისაც თავს ასეთად მოაჩვენებ და დაიჯერებენ.

შენ რა, არ გჯერა?

არა რა, თქმა უნდა.

რატომ?

იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მე გიცნობ. 

არ დაიჯერო :))

მე ხომ იგივე შენ ვარ, ოდესმე მაინც აღიარე ეს.

არ შემიძლია.

ჰო, შენ ყოველთვის გიჭირს აღიარება. 
არ აღიარე მარტოობა მაშინ, როცა ყველამ მიგატოვა. არ აღიარე ცუდად ყოფნა, როცა ხვდებოდი რომ თავზე გენგრეოდა ყველაფერი. არ აღიარე ის, რომ შენი მეგობრები მართლები იყვნენ, როცა შენც მიხვდი შენ შეცდომებს მხოლოდ იმიტომ, რომ “ხომ გეუბნებოდიო” არავის ეთქვა შენთვის.
არ გიყვარს აღიარებები, ვიცი. მაგრამ ჩემთან ხომ არ გჭირდება თამაში?

“მხოლოდ ის ადამიანია თავისუფალი, ვინც თამაშობს” – ო ასე ბრძანა ოტო რანკმა. ასე რომ შემეშვი.

ჰო, შენ მარტო წიგნების ენით მელაპარაკე და რასაც გეუბნები არ დამიჯერო.

ზუსტად მაგას ვაკეთებ.

და ვის აკლებ?

შენ :დ

მართალი ხარ. მაგრამ მეორე “შენ” გავიწყდება. ყველაზე მეტად შენ თავს აზარალებ ამით.
ვერ გაიზარდე. დღემდე რატომ გგონია, რომ ცრემლები სისუსტეა? რატომ გგონია, რომ თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემ, მაშნვე დაგერხევა?
სულ დაძაბული ნუ ხარ. ამოისუნთქე. იგუდები, ხომ ხედავ. სად წავიდა შენი მიმტევებლობა? ადრე ყველას ყველაფერს პატიობდი. შეიგნე, რომ არ გამოვა შენგან შურისმაძიებელი და
დაუჯერე გიოს.  ნუ იქნები პატარა ადამიანი, აპატიე.

პატარა ვარ :)))

მე სულიერებაზე ვსაუბრობ.

ნუ შენ ხომ.. აბა მე საიდან მაგდენი :))

სარკეშიც კი ვერ მისწორებ თვალს :)) იმიტომ რომ იცი, მართალი ვარ. შენ რა, გგონია ვერ ვხედავ როგორ უყურებ ადამიანებს? ყველა ხანში შესულ ქალზე ის გახსენდება. თვალები ცრემლებით გევსება და დაგახრჩობდა უდავოდ, ამ დროს მაინც რომ არ აძლევდე თავს ტირილის უფლებას. 
ემოცია დანაშაული არაა.. მერამდენედ გეუბნები, ზოგჯერ შენც გამოხატე.
ამით თავს არავის არაფერს მოახვევ. შეუძლებელია ადამიანი სულ კარგად იყოს, შენ კი ზუსტად ამას ცდილობ და უკვე სიყალბეში გადაგდის ეს ყველაფერი.

Fake Plastic Kid :))

კარგი. ახლა არ აქვს აზრი შენთან ლაპარაკის გაგრძელებას. უბრალოდ დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი. ვიცი, რომ დაფიქრდები.

თავს მოვიკლავ ;დ

მე რომ არა, მაგასაც იზამდი.

ჰო, აბა რა…

 

……………….

 

– რა აბა რა?

– რა? ა.. არა არაფერი დე. ალბათ ხმამაღლა ვფიქრობდი..

– ადუღდა ჩაი. დამისხი რა

– შაქარი რამდენი?

 

ხვალ ისევ ორშაბათია.

 

 

Exit mobile version