Site icon მოიისფრო

დიალოგი საკუთარ თავთან…

რატომ აკეთებ ამას?

სხვა გზას ვერ ვხედავ…

და ეს გზა აირჩიე? 

ვერ ხედავ?

ვხედავ… სისულელეს რომ აკეთებ მაგდენს თუ ხვდები?

მართალი გითხრა არ მაინტერესებს…

რა გჭირს? ეს შენ არ ხარ… შენ იბრძვი, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია… ახლა რა დაგემართა?
 

დავიღალე…

მესმის… შენ ხომ 19 წლის მანძილზე დახმარება ერთხელაც არ გითხოვია… მუდამ სხვებს ეხმარებოდი და ეს უკვე ვალდებულებად გექცა… პარადოქსია, ყველა მაშინ გტოვებდა, როცა ყველაზე მეტად საჭიროებდი მათ სიახლოვეს… იცი შენი მინუსი რა არის? არ აღიარებ, რომ გტკივა… ვერ ხვდები, რომ ამდენმა ემოციამ უკვე შინაგანად დაგშალა?
მეტისმეტად მძიმეა ეს ტვირთი შენთვის, ჩემო პატარა… ცხოვრებას რატომ ირთულებ? ისე რა, ადვილია? ან რატომ გგონია, რომ ფსიქოლოგებს ადვილი ცხოვრება აქვთ? პირიქით… პირიქით… მათი ცხოვრება ყველაზე მძიმეა… აღიარე, დახმარება ზოგჯერ შენც ითხოვე!!!  

შენი აზრით, რომ მინდოდეს, ვერ წამოვდგები? ახლიდან ვერ დავიწყებ ცხოვრებას? რა თქმა უნდა ამას ისევ შევძლებდი, რომ მინდოდეს გესმის? რომ მინდოდეს!!!
მაგრამ არ მინდა… ვერ ვხედავ მიზანს, სურვილი არ მაქვს…

… 

იცი, თითქოს ყველაფერი ქრება, რისიც კი ოდესმე მჯეროდა…

ხელი ჩამკიდე და წამომყევი…

Exit mobile version