Site icon მოიისფრო

დილის პოსტი.

 

ჯერ დილაა, 9-ს წუთები.
რომ გავიღვიძე 6 საათი იყო.
გარეთ გავიხედე, აშკარად არ იყო სავარჯიშო ამინდი.
ლუკას მივწერე დღეს ნუ გავალთ მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს არ მიუვიდა sms და 15 წუთში ჩემ კორპუსთან ერჭო.
ჩავედი, წინასწარ საწუწუნოდ გამზადებული.
ბევრი ვიწუწუნე, რომ მციოდა, მშიოდა, სახლში მინდოდა და ყველაფერი მტკიოდა.
ლუკამაც დიდსულოვნად გადაწყვიტა არ გვევარჯიშა, მაგრამ აქ უკვე სხვა რამეზე ავწუწუნდი, აბა რისთვის ჩამოვედით მეთქი.
მოკლედ, ვერ გაიგო რა მინდოდა და შემეშვა.
მაინც ვივარჯიშეთ. ისეთი დატვირთვით არა, როგორც წინა დღეებში, მაგრამ still.
ციოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ეს ცივი ჰაერიც.
რაღაცნაირად ძალიან სუფთად ჩადიოდა ფილტვებში.
ნაწვიმარი იყო და ბალახებზე ლოკოკინები იყვნენ გამოცოცებულები ნიჟარებიდან 😀
გამაწამეს, არ მინდოდა ფეხი დამედგა და ხტუნვა-ხტუნვით დავდიოდი, თან ლუკასაც ვაფრთხილებდი
არ გაბედო ფეხის დადგმა, ფრთხილად იარე მეთქი.
ცოდოები არიან, ე -_-
ჰოდა, ნელ-ნელა მზეც გამოვიდა ^.^
მერე უკვე მე აღარ მოვდიოდი სახლში, აღარ მცივა მეთქი, მაგრამ ახლა ვერ გრძნობ, გაცივდებიო და მაინც წამომათრია -.-
ძმაკაციც ასეთი უნდა, ჯერ სიცივეში რომ გამოგიყვანს და მერე 20 წუთში აგარბენინებს სახლში :დდ
არა, კარგი ვინმეა ძალიან <3
სახლში რომ მოვედი, aww ძალიან ისეთი, მშვიდი გარემო დამხვდა.
აუ, რაღაცნაირი გრძნობაა, შენ რომ უკვე დიდი ხანია გღვიძავს, სახლში ჯერ კიდევ ყველას სძინავს, ახლად მოდუღებული ყავის სუნი, სიჩუმე და წიგნი ყველაზე კარგი რამაა.. <3
თან ახლა ფანჯრიდან აშკარად მზის სხივები მიჭყუტუნებს, ანუ მზიანი დღეა პერსპექტივაში ^_^
ჰოდა, ძალიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას <3
დილამშვიდობის!

Exit mobile version