Site icon მოიისფრო

ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაწერილი ლექსი…

სულში მოგონება ისევ ღამეს ათევს,
შენით შეშლილი ვარ, კვლავ შენ გელოდები,
ვიცი, ფანტომი ხარ, ჩემი ფანტაზია,
თავში მოფრენილი გიჟი ოფოფები..

ვიცი, შეშლილი ვარ, სულით ავადმყოფი..
შენი არსებობით მაინც კარგად მყოფი,
ვიცი, ტყუილი ხარ – მაინც შენით ვცხოვრობ…
მაინც შენით ვსუნთქავ, ჩემო ფანტაზიავ…

ვიცი! შუაღამეს, როცა ყველას სძინავს,
გიჟის მეტი ასე არვინ გაჩერდება,
მაგრამ… მეპატიოს… მე ხომ შეშლილი ვარ,
ქარში გაფრენილი ნაზი წერილივით..

Exit mobile version