Site icon მოიისფრო

ზამთრის, ცივი, სევდიანი სურნელი.


ნოემბრის მიწურული…
ცარიელი ქუჩა…
ნისლი…
ყვითელი ფოთლები…
ნაცრისფერი ცა… ხის ტოტები…
… აღარავინ იყო თეატრში.. ლექციები დამთავრდა.. ცოტა ხანს ვიჯექი თბილად, თეატრის შუშებს მიღმა ვუყურებდი სამყაროს.
უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს შუშები დანარჩენი სამყაროსგან მკვეთრად მმიჯნავდა.
მოთენთილი ვიყავი. მეძინებოდა კიდეც…
საერთოდ, ბოლო დროს სულ მეძინება.. მეგონა გადატვირთული რეჟიმი ვერაფერს მიზამდა, თავიდან არც ვუჩიოდი რამეს..
რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვგრძნობ დაღლილობას.. აღარც ძილი მყოფნის..
გარეთ ქვაფენილი სველი იყო.. ალბათ იწვიმა სანამ მე ლექციაზე ვიყავი..
ჰმ.. გარეთ სიცივე, შენობაში სითბო… შუშის კედლები თუ გვყოფდა…
სამოთხე და ჯოჯოხეთი? კი, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება შედარება..

ნელა ავდექი. ჩავიცვი..
კარის გაღება.. ცივი ჰაერი სახეში.. მოახლოებული ზამთრის სუნი… წვრილი წვეთები, თუ ფიფქები? ვერ ვარკვევ, მყარია.. შეიძლება თოვს კიდეც, ვინ იცის..
ნოემბრის მიწურული..
მარშუტკა მალე მოვიდა..
ფანჯარასთან დავჯექი. ისეთი დაღლილი ვარ, ყურსასმენების მოძებნის თავიც არ მაქვს, რომ მუსიკას ვუსმინო..
რადიოში რაღაც “ჰარი ჰარალო” გადის..
გზა მოსალოდნელზე მალე გაილია..
კარის გაღება.. ისევ სიცივე.

მივდივარ…
ისევ, ისევ მოგონებები.. რამდენჯერაც ამ გზაზე გავივლი…
ნაცრისფერი გზაა, რაღაცნაირი…
დღეს უჩვეულო სიცარიელე შეინიშნებოდა..
სველი გზის ნაპირებში წითელ-ყვითელი ფოთლები…
ნაცრისფერი ცის ფონზე უფრო მარტოსულად გამოიყურებოდა ხეების შიშველი ტოტები..
კენწეროებზე ყვავები..
ბავშობაში ეს ადგილები, რომლებიც მუდამ წარსულში მაბრუნებს, რაღაც მისტიკურთან ასოცირდებოდა ..
ძალიან მცივა..
ცხვირი და თითები სულ გამეყინა.
ცოტაღა დარჩა სახლამდე..

აი, კორპუსიც გამოჩნდა… ლამპიონებით განათებული “მარტოსული” გზა და უჩვეულო შეგრძნებებით სავსე “მე”…
რამდენიმე წლის წინ სულ ამ მიდამოებში ვიყავით..

არ გვციოდა? კი, როგორ არა..
მაგრამ ახლა თუ ჩაი და წიგნი მირჩევნია, მაშინ გაყინულ ეზოში სირბილი მერჩივნა…
თითქმის ყველა მათგანი წარსულში დარჩა, ვისთანაც მთელ დღეებს ვატარებდი..
ისევ მოგონებები…
სახლთანაც მივედი.
სევდანარევი ღიმილით ავუყევი კიბეს..
კარის გაღება..
ამჯერად საოცარ სითბოს ვგრძნობ…

… ამ წამს აღარ მცივა..
ფეხებს თბილი, ჭრელი წინდები მითბობს, ცხვირს და თითებს კი ჩაის ჭიქიდან ამომავალი ორთქლი…
ვწერ და ამ სითბოშიც თითქოს გარს მახვევია ზამთრის ცივი, მოგონებებით გაჟღენთილი, სევდიანი სურნელი…

მალე ახალი წელი მოვა :))))

Exit mobile version