Site icon მოიისფრო

კათარზისი


ბოლო დროს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა მოხუცების მიმართ..
გული მტკივა, რომ ეს ხალხი, რომლებიც ახალგაზრდობაში წარმოუდგენლად ბევრს აკეთებდნენ,
სიბერეში ყველასგან მიტოვებულები რჩებიან.
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა აღარ ერჩით და ჩვენთვის იმის გაკეთება აღარ შეუძლიათ რაც
ახალგაზრდობაში შეეძლოთ?
რატომ უნდა იქცეს მოხუცი, ნაოჭებით დაფარული, თეთრთმიანი სათნო ბებია ზედმეტ ტვირთად?
ზოგადად ასაკი ადამიანისთვის ისედაც ძალიან მძიმე თემაა.
სიბერე – ეს ისაა, რისიც ქვეცნობიერად ყველას გვეშინია..
რომ წარმოიდგინო, მართლა ძალიან რთულია ერთ დროს ახალგაზრდა და ლამაზი ერთ დღეს რომ აღმოაჩენ სახეზე ნაოჭებს..
რა თქმა უნდა ეს ერთ დღეში არ ხდება, მაგრამ დრო ისე მიდის ვერ ვამჩნევთ..
ერთ დღესაც კი დგება წამი, როცა სარკეში ჩავიხედავთ და იქიდან სრულიად უცხო ადამიანი შემოგვცქერის.
ამ დროს ადამიანი მე-ს იდენტობას კარგავ. უცხოვდები საკუთარი თავისგან..
დრო გადის და უკვე ჩნდება განცდა, რომ არაფრად აღარ ვარგიხარ.
უსარგებლო ხდები გარშემომყოფთათვის…
საშინელება..
ხომ შეგვიძლია ეს რთული პროცესი ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მოხუცებს?
ჩვენ კი როგორ ვიქცევით…
მაოცებს ადამიანის სისასტიკე..
თითქმის ყოველდღე მესმის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ჩააბარა კათარზისში საკმაოდ შეძლებულმა შვილმა
თვალცრემლიანი დედა. როგორ შეპირდა ყოველდღე გინახულებო და როგორ დაივიწყა..
მე პირადად იმის წარმოდგენა, რომ მოხუცი ყოველდღე ფანჯარასთან ზის და იმ შვილს ელოდება – რომელიც არ მოვა, საშინელი გრძნობით მავსებს.
არ ვიცი როგორ უნდა გახდეს ჩემთვის უსარგებლო ქალი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
შეუძლებელია სხვის უბედურებაზე ბრმად იმსჯელო, მე ხომ არ ვიცი რამ აიძულა შვილი მშობელი კათარზისში ჩაებარებინა, ან რამ აიძულა მოხუცი ადამიანი თავის ფეხით მისულიყო იქ.
იქნებ გაუსაძლისმა გაჭირვებამაც, მაგრამ მე იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვინც ყველანაირადაა უზრუნველყოფილი და მოხუცს მხოლოდ იმიტომ იცილებს თავიდან, რომ მობეზრდა. აი ამათი არ მესმის..
სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ არის ქალბატონი, რომელიც იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო იმიტომ, რომ მას სახლში ამცირებდნენ.
ამცირებდნენ იმიტომ, რომ მოხუცდა და თავის დაცვის უნარი აღარ ქონდა…
კიდევ უამრავი ასეთი ისტორიაა..
პარადოქსი კი ის გახლავთ, რომ მოხუცები, მიუხედავად ამხელა დამცირებისა, თავიანთ შვილებს იცავენ და გამართლებას უძებნიან. “რა ქნან, ყველას ცალკე სურს ცხოვრება, ძნელია მოხუცის ატანა” – ო…
კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის განსჯას არ ვცდილობ, ეს უბრალოდ ჩემი აზრია..
ამ ხალხს, მიუხედავად ყველაფრისა, ტკბილ სიბერეს ვუსურვებ – შეძლებისდაგვარად.
თქვენ კი მოგიწოდებთ გიყვარდეთ ისინი.
ყველა მოხუცის სახეზე ხომ მისი განვლილი ცხოვრება იკითხება.
ვეცადოთ, რომ ბედნიერება იკითხებოდეს მათ თვალებში..
ნუ გავუკეთებთ სხვას იმას, რაც არ გვინდა რომ ჩვენ გაგვიკეთონ.
გვახსოვდეს, ჩვენც დავბერდებით..

Exit mobile version