Site icon მოიისფრო

ლურჯი პეპლები.

ვიღვიძებ…
პირველი, რასაც ვხედავ ფარდის ნახვრეტებიდან შემოსული მზის სხივებია, რომლებიც კედელზე ათინათს ქმნიან.
ფარდას ვწევ და ლურჯ, უღრუბლო ცას ვხედავ.
მზე მიღიმის…
მიუხედავაად იმისა, რომ ძალიან ცივა, მე არ მცივა, რაღაცნაირი სითბოთი ვარ სავსე. გავდივარ გარეთ, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ქუჩაში ხმაურია, ხალხი ირევა, ერთმა შემიბღვირა, მარგამ განწყობას ვერაფერი მიცვლის…
ვიღიმი…

ავდივარ ავტობუსში. როგორც ყოველთვის ჭყლეტვაა. ისევ ამაღლებულ განწყობაზე ვარ. რაღაც კარგი უნდა მოხდეს.
ავტობუსიდან ჩამოვდივარ და უცებ ყველაფერი იყინება…
გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, ხალხს თბილად აცვია, საშინლად ცივა, მზე არ ანათებს…

მე კი ვდგავარ სიფრიფანა, ყვავილებიან სარაფანში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით თავზე.
ჩემ გარშემო საოცარი სინათლეა, ლურჯი ფერი, რომელიც ნაცრისფერთან საოცარ კონტრასტს ქმნის…
ვუყურებ მხოლოდ ჩემ პირდაპირ, მხოლოდ ჩემთვის როგორ გამოდის მზე… ხის ტოტები მწვანეთი იმოსება, ერთ-ერთ ტოტზე ლურჯი პეპელა დავინახე..
ვუყურებ პეპელას და ვხვდები, რომ დღეს ყველაფერი კარგად იქნება.

ან უბრალოდ ძალიან მენატრება ლურჯი პეპლების ფარფატი ჩემ გარშემო და ჩემში.
მენატრება სითბო. მზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის გაანათებს.
ძველი შეგრძნებები მენატრება.

Exit mobile version