Site icon მოიისფრო

მარიტა.

მე ერთი მეგობარი მყავს.
მეგობარი კი არა, მეორე მე – ა.
მიხსენებია, თუმცა არასოდეს ვსაუბრობ მასზე. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ როცა ვიღაც ძალიან გიყვარს და კიდევ უფრო… ვერ საუბრობ მასზე. გიჭირს. ამას მხოლოდ გრძნობ.
ბროწეულის ყვავილივით ლამაზია მარიტა.
ყველაზე ლამაზია.
მარიტაა – და ეს ყველაფერს ამბობს.
ხშირად ვცარიელდებით.
მე და შენ ძალიან ვგავართ, ისევე ძალიან რამდენადაც ერთმანეთისგან განვსხვავდებით. მიხვდები რას ვამბობ..
და ჩვენ გვტკივა იმაზე ხშირად ვიდრე შეიძლება და შეუძლებლამდე არ ვიმჩნევთ ამას.
ახლა შენ ცარიელი ხარ.
მეც ცარიელი ვარ.
მაგრამ მე – შენ.
შენ – მე.
ამით ყველაფერი ნათქვამია, შენ ხომ ეს იცი.
ჰოდა მანამ, სანამ მე – შენ და შენ – მე, ვერავითარი “ის” ვერ მოგვერევა.
მე – შენ – მიყვარხარ.

პ.ს. და ვერც “ისინი” :))

მე - შენ - ჩვენ. ♥
Exit mobile version