Site icon მოიისფრო

მე თქვენ მიყვარხართ, ადამიანებო : )

მე თქვენ მიყვარხართ, ადამიანებო : ) მერე რა, რომ არ ხართ ისეთები როგორებიც მინდა რომ იყოთ, მერე რა, რომ არ ვარ ისეთი, როგორსაც მიიღებდით და ისურვებდით… მერე რა, რომ ძალით გიყვართ, ძალით იცინით, ძალით გწამთ, მერე რა, თუ რელიგიის ნიღაბს ამოფარებული ფანატიკოსები ხართ, მერე რა, თუ ძალით კეთილები ხართ, მერე რა, თუ ახლა გამიღიმებთ, ორ ნაბიჯში კი გამლანძღავთ. მერე რა, თუ სიყვარული გააუფასურეთ, მერე რა, თუ 30 ვერცხლად ნებისმიერს გაყიდით, მერე რა… მერე რა, რომ ნაცრისფერები ხართ, მერე რა, რომ ერთ ნათელ ფერსაც კი ანათემას გადასცემთ, მერე რა, თუ ქვას ნებისმიერს ესვრით თუნდაც ის უდანაშაულო იყოს, მერე რა, თუ სიტყვა სიყვარული თქვენთვენთვის არ არსებობს, მერე რა, თუ ყოველდღე მიმზერთ შუშის თვალებით, ერთს აკეთებთ და მეორეს ფიქრობთ, მერე რა, თუ თქვენი მზერა მყინავს და მტკივა, მერე რა… მერე რა, თუ მთელი ცხოვრება თამაშობთ, მერე რა, თუ სხვასაც არ აძლევთ ბედნიერების უფლებას, მერე რა, თუ გშურთ, გძულთ, არ შეგიძლიათ მიტევება, სხვისი სიკეთე გწყინთ და უბედურება გახარებთ, მერე რა, თუ ფულზე ყიდით სულს, მერე რა, თუ თქვენ გამო იძულებული ვარ მეც ნიღაბი ვატარო… მერე რა…

მთავარი ხომ ისაა, რას ვფიქრობ მე თქვენზე და არა თქვენ-ჩემზე… მთავარი ხომ ისაა, რომ მე მიყვარხართ, მე არ ვარ ნაცრისფერი, მე ნათელი ფერი ვარ, ვანათებ თქვენში : ) მერე რა, თუ სწორედ ამ გამორჩეულობის გამო თითს იშვერთ ჩემკენ, ცდილობთ გამთელოთ, გამანადგუროთ, მომიგონოთ, დამიმონოთ : ) ეს მე არ მამცირებს……….

მერე რა, თუ ამის წაკითხვის შემდეგ მხოლოდ უაზროდ გაიღიმებთ და ვერაფერს მიხვდებით. მთავარია, მე დავწერე, მთავარია, მე ვხვდები….
 

 

Exit mobile version