Site icon მოიისფრო

მიყვარხარ, იცი???


გადის დღეები, საათები, გადის წუთები, გადის წამები და…
მენატრები…
იცი? მიყვარხარ… მჭირდები, იცი?
იცი, მინდა რომ შენ გეკუთვნოდე, მინდა მიყვარდე, შენზე ვფიქრობდე, შენთვის ვცოცხლობდე…  რომ შენი ვიყო…
მინდა სულ ვგრძნობდე მე შენს შეხებას, მინდა მათრობდეს შენი სურნელი.
იცი, მჭირდები, მიყვარხარ იცი?
 სულ მენატრები…
შენ ჩემი გულის ფეთქვა ხარ, იცი?
იცი, მე შენი სიცოცხლით ვცოცხლობ, მე შენით ვხარობ და შენით ვსუნთქავ…
იცი? მე ყველგან თვალებით გეძებ, ერთი წამიც კი უშენოდ ვერ ვძლებ.

წამი რა არის, წამი – წყეული, და საუკუნედ გადაქცეული…
წამი – ტირილის, წამი – ღიმილის და მონატრების, და სიყვარულის…
წამი – სულ ახლად შობილი ცრემლის, რომელიც ფიქრში უეცრად გაჩნდა.
ცრემლი – გულწრფელი მონატრების და სხვა არაფრის ამ ფიქრის გარდა.
წამი წუთებში ჩაფერფლილი… ჩემი წამების სულ ერთი წამი…
წამი – ტკივილის, წამი – ცრემლების და მერე… მერე ისევ ღიმილი…
ცალ-ცალკე წამია ერთად აღებული და ყველა შენთვის მსხვერპლად გაღებული…

ვოცნებობ შენზე, შენ მესიზმრები, შენთვის ვცოცხლობ და შენთვის მოვკვდები…
რადგან უშენოდ ამ ცხოვრებას აღარ აქვს ფასი…
ულამაზესი წამი იყოს თუნდაც ათასი…
იცი? არც სილამაზე მინდა უშენოდ…
საერთოდ არაფერი მინდა უშენოდ და,
თუნდაც შენ გამო უამრავი წამების წამით ვიწვოდე, ამასაც ავიტან…
მე ხომ ცხოვრებას შენი სახელი ვუწოდე…

მიყვარხარ, იცი???
 

Exit mobile version