Site icon მოიისფრო

მოგონებების სასაფლაო: წავკისი.


– გძინავს?
მეძინა, თითქმის.. უფრო სწორად იმ მდგომარეობაში ვიყავი, საცაა რომ უნდა ჩაგეძინოს, ბურანში რომ ხარ..
– არა, ჯერ.. შენ?
– კი და ასე გელაპარაკები :დ
გადავხედე, გამეცინა.. ეს გოგო კარგად მოქმედებს ჩემზე – გავიფიქრე..
ჩემი ბავშობის დაქალი იყო.. ერთად ვიზრდებოდით.
ისევ ფიქრებმა წამიღო.. ნეტავ რა მქონდა 14 წლისას ამდენი საფიქრალი..
ფიქრებში და ძილში ჩაძირვა ერთი იყო.. მაგრამ ვინ გაცადა..
– გოგო, გძინავს?
– ნუ რა გინდაა, რა გინდა, რა!
– წვიმს მგონი.
– რა ვქნა მერე მე? :/
– რა და.. რა და გავიდეთ რაა აივანზე, გავიდეთ, ვერ ვიძინებ..
– მე ვიძინებ, შენ გადი.
– თათო :/
– რაგინდა ქეთი!
– გამო რაა…
რა დავაშავე.. ნუ რა დავაშავე..
თვითონ არ ეძინება, არც მე უნდა მეძინოს.. რას იზამ, ესაა ბავშობის დაქალი.
– კაი ჰო.
– გუუდ გუდ გუდ! – ლოგინზე დაიწყო ხტუნვა.
ძალიან ციოდა. წვიმა ჯერ არ დაწყებულიყო, არ ვიცი საიდან მოელანდა.. გრუხუნებდა. ოღონდ რაღაცნაირად, მოგუდულად. და ნისლში იყო ყველაფერი ჩაძირული..
– რა ნისლია O.o
– ე, ჰო. ნაპოლეონის სახლს შეხედე, თითქმის არ ჩანს.
მართლაც, მხოლოდ მკრთალ კონტურებს თუ გაარჩევდი..
– ბრრრ, მეშინია – მართლა ისეთი გარემო იყო, მისტიური, საშიში.
– კაი გოგო ;დ რისი.
ჰამაკში ჩავსხედით და საბნები შემოვიხვიეთ..
– არ გშია?
– მაგრად.
– ვჭამოთ?
– რომელი საათია?
– 4 ხდება.
– აი, რატომ გამაღვიძე ამ დროს? O.o
– ვერ ვიძინებდი და :/
– ფუ ვერ გიტან..
– ქაი ახლა <3
მომიცუცქდა. გული მომილბა. ჩავეხუტე.
უცებ ძალიან დაიგრუხუნა.
და ნისლში, აი, ძალიან ძალიან შორს, ჰორიზონტზე, მოლურჯო მოიისფროდ განათდა ცა.
თვალებს არ ვუჯერებდით, მაგრამ ფაქტი იყო, ცა ფერებს იცვლიდა..
– ეს რა არის – ორივემ ერთად წარმოვთქვით და გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს..
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ლამაზი სანახაობა, მაგრამ ფაქტია, დღემდე მახსოვს.. ალბათ მასაც.
– შევიდეთ? შემცივდა.
– ახლა მე აღარ მეძინება.
– კარგი, აქ ვიყოთ..
ნელ-ნელა ნისლი შეთხელდა..
და მერე… მერე გათენება დაიწყო..
შემაჟრჟოლა… “მაინც რა საოცრად თენდებოდა..”
ნისლიდან ამოდიოდა ყოველი ნივთი..
სახლის სახურავი.. ქვა.. ფოთოლი.. ხე..
ყველაფერი..
სუნთქვაშეკრული შევყურებდი რა ნელა ნათდებოდა ცა..
ჯერ გაფერმკრთალდა, მერე გავარდისფრდა.. ამოვიდა.. მზე ამოვიდა..
და ხმები.. დილის ხმები <3 ყოველი ფაჩუნი, ყოველი ჩურჩული გვესმოდა თითქოს..
ჯერ ციოდა.. სასიამოვნოდ იწიწკნებოდა ნიავი.. მაგრამ რა ლაღი, რა ძალიან სუფთა იყო..

გუშინ, სახლში რომ მოვდიოდი, ფრაგმენტებად მახსენდებოდა წავკისის ამბები..
რა ძალიან კარგი დრო იყო <3

Exit mobile version