Site icon მოიისფრო

მოგონებების სასაფლაო…


ანი : **
ვზივარ და ისევ წერილს გწერ…
რა საოცარია არა? შენი კომპიუტერი ჩემი მოგონებების სასაფლაო აღმოჩნდა…
საიდან, როგორ აღმოგაჩნდა ეს სურათები??
იცი მე ყველაფერი წავშალე..
თითქოს ამ ფოტოებს, წერილებს, სკაიპის ისტორიებს გავატანე ყველაფერი რაც გვაკავშირებდა…
ამით “გავითავისუფლე” გონება…
რეალურად რაღაც ხომ რჩება??
არა სიყვარული ან მონატრება…
არა, უბრალოდ პატივისცემა იმ დროისადმი…
პატივისცემა შენი გრძნობისადმი…
იცი რომ შევხედე ამ ფოტოებს გულში რაღაც ჩამეღვარა თბილად…
ალბათ იმიტომ, რომ ემოცია მოდის ფოტოებიდან საოცრად თბილი…
მე პატარა, 16 წლის გოგო…
16 წლის მე…
ურთიერთობის დასაწყისი…

ყველა კადრი თავიდან დატრიალდა თითქოს…
აი ამ ფოტოზე თავი მის მხარზე მიდევს და ოდნავ შესამჩნევად ვიღიმი …
ის კი ბედნიერია, თვალები უბრწყინავს…
მეორე ფოტოზე ლოყაზე ვკოცნი და ვიცინი ^^
რამხელა სითბოა…
იცი ახლა რა კითხვა გამიჩნდა ან?
შეგვიყვარდა…
უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ…
ერთმანეთის მეტი არავინ გვინდა…
ერთმანეთით ვცოცხლობთ…
სად ქრება ეს ყველაფერი?
რატომ ვიცვლებით ასე??
იმ  ბავშვიდან, ვინც ვიყავი, თითქმის აღარაფერია დარჩენილი…
რატომ? გავიზარდე?
ისეთივე “დიდი” ვარ როგორიც სხვები?
მე ხომ მთელი ცხოვრება იმას ვცდილობ მათ არ დავემსგავსო…
მესმის, ბევრი რამ საოცრად გვზრდის, მაგრამ მე რომ ის 16 წლის ბავშვი მენატრება??
რატომ 16 წელი?
იმიტომ, რომ ყველაზე კარგი ასაკია…
ყველაზე კარგი უნდა ყოფილიყო : ))
რამდენი მოგონებაა, რამდენი ფერადი და ლამაზი წამი…
იცი ახლა რა გამახსენდა?
ჭიაკოკონობა გახსოვს ან?
ჩემთან რომ მოხვედი… რა კარგი იყო არა?

“You hold the answers deep within your own mind.
Consciously, you’ve forgotten it.
That’s the way the human mind works.
Whenever something is too unpleasant, to shameful for us
to entertain, we reject it.
We erase it from our memories.
But the imprint is always there… Nothing is really forgotten…”

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უკვალოდ არაფერი ქრება…
არავინ და არაფერი…
სადღაც, აუცილებლად იარსებებს ჩვენი მოგონებების სასაფლაო…

Exit mobile version