Site icon მოიისფრო

რა არის მარტოობა?

beauty-collarbones-delicate-fragile-girl-Favim.com-283349

“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს..”

ან უბრალოდ იმ მდგომარეობას, რომელშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავი, ხარ და იქნები.
მიუხედავად იმისა, რომ მუდამ უამრავი ადამიანი გეხვია და გახვევია გარს.
მარტო იყავი და იქნები იმიტომ, რომ ამ უამრავი ადამიანიდან ერთიც კი არასოდეს იყო ისეთი, ვინც მთლიანად მიგიღებდა და გაგიგებდა.
შეიძლება იმიტომაც, რომ თავად მიუსაჯე შენ თავს ეს.
ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო უცხოვდები გარესამყაროსგან.
იცი, რომ ცუდია, მაგრამ ეს იზოლაცია საოცრად მოგწონს.
შენ თავს უღრმავდები და ისე ანგრევ შენ გარშემო ყველაფერს, როგორც შენ განგრევს შინაგანად შენივე თავი.
ამ ყველაფერს ვერ აჩერებ, ან არ აჩერებ.
ხვდები, როგორ ხდები გამჭვირვალე, როგორ იკარგები შენივე თავში.
როგორ გიქვეითდება ემოციები, გრძნობები.
ამდენმა თამაშმა დაგღალა.
აღიარებ, ცუდად ხარ.

მარტოობა ნიშნავს…
იცი კი რას ნიშნავს მარტოობა?
არა..
სამაგიეროდ იცი ის, რომ..

“ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული, აღარასოდეს მოვა ამ ქვეყნად.”

აღარ განვმეორდები.

Exit mobile version