Site icon მოიისფრო

რა იქნებოდა… <3


მე მომწონს ის, რომ შენ არ გიყვარვარ… არც მე მიყვარხარ და ესეც მხიბლავს… რატომ? არ ვიცი… ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს.. სიყვარული ხომ საოცრად მასუსტებს.. და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას… ჰო, მინდა მყარად ვიდგე მიწაზე )) მინდა საკუთარ თავს ვეკუთვნოდე ჩემი გრძნობებიანად და არა ვინმე სხვას… არადა როგორ მიყვარს ფარული დარდი შენს ხმაში… მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია.. თბილი სიტყვებით არ გეფერები.. ხუმრობაა ეს?? დაცინვას უფრო გავს.. რომ იცოდე რა დაკარგული ვარ უშენოდ…
და არ ვწითლდები თუკი შემთხვევით შემეხებიან შენი ხელები… რა გაწითლება, რის გაწითლება… მხოლოდ სიცივე თუ დამიწვავს სახეს და ეს გამაწითლებს… არადა კარგი იქნებოდა შენი შეხება კი არა მზერაც კი მაწითლებდეს… მომწონს, როდესაც ცდილობ მაჩვენო როგორ ჩაიკრავ ვიღაცას გულში და არ გაღელვებს თუკი გაიგე, რომ გამოვუტყდი სხვას სიყვარულში… მე კი ურეაქციოდ გიყურებ შენც და მასაც, ვინც გულში გყავს ჩაკრული… ო რა სიამოვნებით მოგიწყობდი ეჭვიანობის სცენას, გეტყოდი, რომ მხოლოდ შენთვის მინდა ცხოვრება… ღამით, ძილის წინ არ გენატრები, არ გეღვიძება ჩემზე ფიქრებით… არც მე, სხვათა შორის… მაგრამ იქნებ არ ვაღიარებთ?? არც ერთ ტაძარში არ დავდებთ ფიცს, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით… მადლობას გიხდი რომ არსებობ და ისე გიყვარვარ, თვითონ არც იცი… იქნებ არცაა საჭირო იცოდე?? გმადლობ ხანმოკლე შეხვედრებისთვის, გმადლობ ყოველი მშვიდი ღამისთვის… იმისთვის, მზე რომ ერთად არ გვათბობს, ღამით ვერ ვხედავთ მთვარის ავსებას…

და რა კარგია, რომ ეს ყველაფერი არ ხდება… რა კარგია, რომ თავისუფალი ვარ, ჩემს გრძნობებსა და სამყაროში… და მაინც შენ გამო მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა…
ერთ-ერთ ჩემ საყვარელ ლექსზე აწყობილი მორიგი მარაზმია, თავში მოფრენილი აზრების წყობა…
ვერც თავს გაიგებ, ვერც ბოლოს, ვერც გრძნობას…
ჩემი შიზოფრენია…

იცი.. მე ვიცი რაც ატრიალებს დედამიწას…
ვიცი, რომ კაკტუსი სიყვარულის ყვავილია და გულში გჩხვლეტს, ვიცი, რომ ანა მარია ქალი იყო, რომელიც შველს გავდა… ვიცი, რომ ამეთვისტო ანა მარიას მოციაგე ქვაა…
ვიცი, რომ „ეს ქვა ლოდზე მძიმე იქნება, შვილო“ ..
ვიცი, რომ მარგარიტამ ოსტატისთვის სული გაყიდა…
ვიცი, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო… ასე რომ არა დაიქცეოდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას…“
ეს ყველაფერი ვიცი, და მაინც არ მიყვარხარ… არც შენ გიყვარვარ და ესეც მხიბლავს… და არ არსებობს გრძნობა, რომელიც…
… ჰეჰ, „რომ არ არსებობს ქვეყნად ამბავი, რომ ჰქონებოდეს ოდესმე ბოლო“ … მე – პლაგიატი…
იცი, მე არ მევსება სული თოვლით და თუ მევსება, შენ გამო არა…

მეყვარებოდა „მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება“ … მაგრამ არც შენ ხარ ოლია და არც მე ვარ გალაკტიონი…
არადა რა მოხდებოდა რომ გყვარებოდი და მეც მხოლოდ შენთვის რომ მეარსება???

Exit mobile version