Site icon მოიისფრო

სიგიჟის ზღვარზე.

უცნაურად მოთენთილი ვიძინებ.
მომენტალურად ვითიშები.

07:45
რეკავს მაღვიძარა.
უნდა ვივარჯიშო.
მხვდება ლუკას SMS
“გღვიძავს? გამოვდივარ”.
საშინლად მტკივა ყელი.
ვდგები, ვიცვამ სპორტულად და ისაა უნდა გავიდე, რომ მახსენდება დღევანდელი გამოცდა.
გამოცდა ვოკალში, მაშინ, როცა ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირს.
ლუკას ვწერ, რომ რეპეტიციაზე უნდა გავიქცე და ვარჯიში გადაიდო.
ხვალ მსახიობის ოსტატობაში მაქვს გამოცდა.
რა ვუყო ამ ყელს?
შანსი არაა მე გამოცდა მქონდეს და რამე არ დამემართოს.

14:00
– ერთხელაც გავიაროთ თავიდან ბოლომდე რეპეტიცია და დავიწყოთ გამოცდა. ყელი არ დაძაბოთ.

ვცდილობ არ დავძაბო, მაგრამ მთლიანად ვარ ისეთი დაძაბული, რამე თუ მიშველის არ მგონია.
წინ და უკან დავდივარ და ვიმეორებ, რომ მგონი მოვკვდები.
ვცდილობ გავიხსენო როგორ ვიყავი წინა სემესტრში ვოკალის გამოცდაზე.
საიმედო არაფერი მახსენდება.
იგივე პანიკის შეტევა, ცივი ოფლი, სულის შეხუთვა, ყელის გაშრობა და ა.შ.
ერთი ისაა, წინა სემესტრში ყელი მაინც არ მტკიოდა.
ისე მაკანკალებს, როგორც სიცხის დროს.
სიგიჟის ზღვარზე ვარ.
ჩემი სიმღერა მახსენდება, რაც დღეს უნდა შევასრულო.
Katie Melua – The closest thing to crazy.
და მართლაც, ამაზე ახლოს ვერაფერი იქნება სიგიჟესთან, როგორც ჩემი ეს მდგომარეობა.
– მოდი, დალიე ცოტა. ყელსაც გაგიხსნის და დაძაბულობასაც მოგიხსნის – კონიაკს მაწვდის ზვიკი.
ვსვამ და ვგრძნობ როგორ მიხურდება ყელიც და მუცელიც.

15:00
არ ვიცი რამ იმოქმედა, კონიაკმა თუ იმან, რომ კონიაკამდე ტონა დამამშვიდებელი მქონდა დალეული, ან იქნებ ერთმაც და მეორემაც.
უცებ ვგრძნობ, რომ ფეხებზე მკიდია ყელი მტკივა თუ რამის მეშინია.
მეხსნება ყველანაირი დაძაბულობა და ვარ ფანტასტიურ ხასიათზე.
იწყება გამოცდა.
წავიდა ხალხური სიმღერების ბლოკი.
გენიალურია, კარგად გამოდის და რაც მთავარია მუღამზე მოვდივარ.

“6 შინაბერა და 1 მამაკაცი” – ხუმრობს ვიღაც, როცა იშხნელების “არ დაიჯერებ” – ს შესრულებას ვიწყებთ გოგოები, შუაში გიგა გვიზის თავის გიტარით, საოცარი სცენაა 😀

მოვიდა სოლოების შესრულების დრო.
ბოლოს წინა ვარ, ბექებს თუ არ ჩავთვლით.
გავიდა ლიკა და ზვიკი, მშვენივრად იმღერეს, ვუყურებ და ვერ ვხვდები ლიკას რა ანერვიულებდა, თითქოს 1 საათის წინ მე არ ვკვდებოდი ნერვიულობით.
გადის ლაშა – სიმღერით Imagine <3 ვგიჟდები ამ სიმღერაზე.
გადის ციცი..
ოოო, ციცი :3 ციცი მაგარია <3
Jackson – Earth song – ს ასრულებს ქალბატონი.
ბექებში ჩვენ :3
ისეთი მაგარი გამოვიდა, ისეთი აპლოდისმენტები დაიმსახურა, უჰ <3 პრინციპში არ გამკვირვებია.
გადის საალო <3
ჩვენი Raindrops <3
ისე საყვარლად ასრულებს, შეიძლება შეჭამო :3
ჩემი ჯერიც მოვიდა.
ცოტა მაინც ავნერვიულდი, მაგრამ რახან დავიწყე და ხმა არ ამიკანკალდა, თავდაჯერებულობა მომემატა.
შიგნიდან რომ წამოვა რაღაც, ყველაფერი, რაც შეიძლება ამ სიმღერას მიესადაგებოდეს შენი ცხოვრებიდან, აი, ასე, რომ წამოვა და გამოღწევას ცდილობს,
რაღაც ასეთი მოხდა.
მეორე კუპლეტიდან უკვე მთლიანად მოიხსნა დაძაბულობა.
ყელმა ნამდვილად “მიჯიგრა” და გამოცდის განმავლობაში ხმა არ ჩამწყვეტია 😀
მე ვერ შევაფასებ ჩემ ნამღერს, უბრალოდ ისეთი აპლოდისმენტები იყო <3
არასოდეს დამავიწყდება.
გადის ნინი <3 და იწყებს : L – is all the way you look at me ^_^
ფანტასტიურ ხასიათზე ვართ, ბექებში ვყვებით და არც ცეკვაზე ვამბობთ უარს, მგონი ავიწყვიტეთ.

16:00
დამთავრდა.
ყველაზე მხიარული გამოცდა იყო, რაც ჩვენ ჯგუფს ახსოვს ^_^
მართლა არასოდეს დამავიწყდება, რადგან ამჯერად, პირადად ჩემთვის, ნერვიულობას ხელი არ შეუშლია და ყველაფერი მახსოვს.
აი, ასე. სიგიჟის ზღვარზე.

18:00
სახლში მოსულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 38 სიცხით ჩამიბარებია გამოცდა.
ხვალაც გამოცდა მაქვს – მსახიობის ოსტატობაში.
ახლა კი ზღვარი წაიშალა და მგონი მართლა ვგიჟდები.

 

20.06.2013

Exit mobile version