Site icon მოიისფრო

სულის ადამიანები.

გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს
შენს სიტყვებს.

ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები.
შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე.
სულის ადამიანი ქვია ასეთს.
მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება.
იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის.
იმ წუთას ხომ პარავს შენს ცისარტყელას რომელიღაც ფერს.
გჭამს სურვილი, რომ დაეწიო, ჩაეხუტო და არსად გაუშვა – არასდროს.
სულის ადამიანები გვაფერადებენ. უყურებ მის ღიმილს, მიმიკებს, მანერებს..
უყურებ და ხვდები – შენია.
სულისაა.
შენშია.
ასეთი აღარ შეგხვდება.
შეიძლება უკეთესიც ნახო, უარესიც…
მაგრამ ასეთი არა.
ასეთი ერთია და იმიტომ.
ის არის, მარტო.
ჰო, არსებობენ სულის ადამიანები, რომელსაც შეხვდები და გრძნობ, რომ იპოვე ის ერთადერთი “უცხოპლანეტელი, რომელიც ამ ჟანგიან დედამიწას მოგაშორებს.”
იცი, მე სიამოვნებით ვიქნებოდი სწორედ ასეთი.
ვისაც შეხვდებოდი, შეხედავდი და მიხვდებოდი, რომ სული იპოვე. სიამოვნებით ვიქნებოდი ის, ვისაც ვერასოდეს დათმობდი.
ვერასოდეს გაუშვებდი.
ვერასოდეს დაივიწყებდი.
ჰო, სულის ადამიანი ქვია ასეთს.
I’d like to be your soulmate.

Exit mobile version