Site icon მოიისფრო

უცნაურია.

რა უცნაურია, რომ დაკარგვა ხდება აუცილებელი იმისთვის, რომ არსებული დააფასო. რომ ვერავინ ხედავს რას აკეთებ მათთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტ. ვერავინ ხვდება შენ მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში, სანამ ხარ.
რატომღაც ფიქრობენ, რომ ასეც უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ სულ იქნები.
არ ვიცი, ალბათ სამწუხაროა, დასანანი, გულდასაწყვეტი და ა.შ და ა.შ.
თუმცა მე მხოლოდ მეუცნაურება.
აი, ასე. ვზივარ და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძალიან, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.

მოკლე პოსტები არ მჩვევია, მაგრამ.. უცნაურია, უბრალოდ.

Exit mobile version