Site icon მოიისფრო

ჩემი ლამაზი ერთი კვირა <3

 

 

 

 

 

 

… მატარებლის გუგუნი არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს… გარშემო ყველა ჩუმად იყო, ხმას რატომღაც არავინ იღებდა, ალბათ ისინიც ჩემ მსგავსად განვლილ დღეებზე ფიქრობდნენ… ყველა სახლში ბრუნდებოდა… ვინ იცის ვინ როგორ გაატარა ეს დრო, მაგრამ ყველა ფიქრებში იყო წასული… თვალები დავხუჭე, რომ კიდევ ერთხელ გამეხსენებინა განვლილი ერთი კვირა.. სულ სულ თავიდან დავიწყე..

გამახსენდა ზუსტად 1 კვირის წინ როგორ ვიდექი ჩემი ჩემოდნით ხელში წვიმაში და მანქანას ველოდი. განწყობა ჩასვლისთანავე გამიფუჭდა, საშინლად წვიმდა… (მიუხედავად იმისა, რომ წვიმა მიყვარს, ზღვაზე საშინელებაა, კიდევ კარგი ამინდები მალე გამოვიდა).. როგორც იქნა მანქანაც მოვიდა და სასტუმროსკენ წავედით… სასტუმრო ზედ სანაპიროზე იყო.. აივანი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა და როგორც კი გამოხვიდოდი მაშინვე ზღვაზე გადიოდი… ძალიან ჩუმი ადგილი იყო, ბევრი მანქანის და ტრასების გარეშე, პატარა ბამბუკის ბარებით სანაპიროზე…
იდეალურად დავისვენე…
მიდიოდა მატარებელი და თანდათან მაშორებდა ზღვას.. წამოსვლის დღესაც წვიმდა.. ვიდექი აივანზე და სანაპიროს გავყურებდი, ზღვა საშინლად ღელავდა, არადა ჯერ კიდევ წინა დღეს იდეალურად ლურჯი და მშვიდი დავტოვე… მენანებოდა, არ მეთმობოდა იქაურობა.. ჯერ არ წავსულიყავი და უკვე მენატრებოდა ჩემი ამოჩემებული ბარი, თავის მომსახურე პერსონალით, უკვე მენატრებოდა ხალხი, რომლებსაც იქ ვტოვებდი..
… მატარებლის გუგუნი არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს… მივდიოდი და ზღვის მარილიან სურნელთან ერთად მიმყვებოდა ლამაზი მოგონებები და იმედი, რომ კიდევ განმეორდებოდა ასეთი და უკეთესი სიტუაციები ^^
უკვე თბილისში ვარ.. მატარებლის გუგუნი აღარ არღვევს სიჩუმეს, მაგრამ ზღვის მარილიანი სურნელი მაინც გამომყვა, ეს კვირა კი ლამაზ მოგონებად დარჩა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება <3

Exit mobile version