Site icon მოიისფრო

ცრემლები იყო…

ტყუილით მიყენებული ტკივილი უღრღნიდა სულს… კლავდა მასში იმ კარგს, რაც შემორჩენილი იყო… უყინავდა  გრძნობას… ნელ-ნელა… წვეთ-წვეთ… შხამით ავსებდა მის არსებას… სულ გაიყინა… გაეყინა ხელის თითები… ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა როგორც ყოველთვის… მაგრამ ახლა არ იცოდა რატომ… რისთვის… რისთვის მოვიდა აქ… რომ დახატოს? ტილოს გაანდოს სატკივარი? არა… დაწეროს? არა… არ დაემორჩილება გაყინული თითები… უაზროდ გახედა სივრცეს… გვიანი შემოდგომა იყო.. ყველაფერი ნისლში ჩაძირული… ამ ნისლში, ფოთლებს შორის მკრთალად მოჩანდა მთვარე… ცივი, გაყინული როგორც მისი თითები და სული… ტკბილმწარე მოგონებებმა სულ აურია ისედაც არეული გონება… ნუთუ ისე დიდხანს ეძინა, რომ ყველაფერი გამოეპარა… როგორ დაუშვა ეს… აკანკალებდა… თითოეული კითხვა გაახსენდა, თითოეული პასუხი… დაემსხვრა იდეალი… დაებზარა მომღიმარი ნიღაბი, რომელიც სახეზე ჰქონდა აფარებული… ბზარებიდან სისველემ გამოჟონა… ცრემლები იყო…

 

 

Exit mobile version