Site icon მოიისფრო

წერილი მორალის მქადაგებლებს ))

ბოლო დროს ბევრ უცნაურობას ვამჩნევ ჩემ გარშემო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ.
მე მინდა ვისაუბრო იმ მორალის მქადაგებლებზე, რომლებიც აშკარად მომრავლდნენ.
არ ვიცი მხოლოდ ჩემს ირგვლივ თუ ზოგადად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყველა ცდილობს რაღაც გასწავლოს..
მინდა მივმართო ამ ადამიანებს.
ძვირფასებო, კარგებო, კეთილებო, დიდი მადლობა, რომ ჩემ “სწორ გზაზე დაყენებას” ცდილობთ, მაგრამ ჯობს თქვენი თავებისთვის მიგეხედათ, რადგან მე
არ მჭირდება თქვენი ქადაგება და ლექციათა კურსი.
თქვენ გარეშეც ვიცი, რომ “ფსიქოლოგი ადამიანის თვითშეფასების ამაღლებაზე უნდა ზრუნავდეს, მე კი როგორ ვიქცევი”, რომ “ძველ მეგობრობას მაინც ვცე პატივი”, რომ “არ მოგწონთ ჩემი საქციელი” და ა.შ.
დავესესხები ჩემ ნაცნობს და ვიტყვი, რომ ჩემი ბრალი არაა თუ გავიზარდე და დამპალი და საღი ვაშლის გარჩევა ვისწავლე ))
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე საღი ვაშლის ჭამა მირჩევნია.
ზოგადად ასეა, ნაგავი მანამ უნდა გადაყარო სანამ აყროლდება, მერე სუნი შეგაწუხებს და თუ მაინც არ გადააგდე, მაშინ შენი ნებაა.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სუნში ყოფნას სისუფთავე მირჩევნია.
შეიძლება ძალიან უხეშ შედარებას ვახდენ, მაგრამ უბრალოდ დავიღალე.
მე არავის განვსჯი და თქვენგანაც იგივეს ვითხოვ.
პირველი არასდროს არავის ვიკიდებ ფეხებზე, ბოლომდე ვცდილობ ადამიანები შევინარჩუნო, მაგრამ როცა ვხედავ, რომ უკვე ნაგვის სუნი დგება და თან
ეს ნაგავი ფეხებზე გიკიდებს, უბრალოდ უნდა ადგე და გადაყარო, მიზეზი, რის გამოც ასე უნდა მოიქცე, ზემოთ აღვნიშნე.
შეიძლება ძალიან მოგწონთ ერთ ლოყაში რომ გირტყამენ და მეორესაც უშვერთ, თქვენი ნებაა. თუ გინდათ ისე აცემინეთ თავი, რომ ცოცხლები ვეღარც ადგეთ.
მე მაპატიეთ, რომ არ ვარ საკმარისად “კარგი” და სახეში რტყმის უფლებას ვერავის მივცემ, მირჩევნია ხელი შევუბრუნო ))
და ბოლოს, თუ რამეს ვაკეთებ, კარგი იქნება თუ ცუდი, ეს ჩემი ნაბიჯია, ჩემი შეცდომა, სავსებით გაცნობიერებული ქმედება და შესაბამისად
პასუხისმგებლობაც მხოლოდ ჩემზეა.
შესაბამისად პრეტენზიები არ მიიღება.
ჩემი ზოგიერთი თქვენდამისადმი დიდი პატივისცემისა და შეიძლება სიყვარულის(აც) მიუხედავად, ვისურვებდი თქვენი აზრები თქვენთვის შეგენახათ.

P.s. ამბობენ, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა
ზ.ა. ცხვირს ძალიან აგრძელებს, აფუჭებს.
რასაც ისიც ადასტურებს, რომ ქართველების უმეტესობას ცხვირი არ უვარგა.
ასე რომ გაუფრთხილდით ცხვირებს ))
გმადლობთ ყურადღებისთვის.
სიყვარულით, მე.

Exit mobile version