Site icon მოიისფრო

7 დღის შემდეგ. ნაწილი II

ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი.
უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე.

დღე IV

ვიღვიძებ გაბრუებული და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ თეატრში უნდა მივიდე.
პრინციპში, რომ არ მივიდე ჩემი დაქალი მომკლავს.
ლოგინზე ვზივარ და ვფიქრობ რა ჯობს.
ჩემმა დაქალმა მომკლას, თუ ავდგე რამენაირად და გავეტიო სახლიდან.
ისევ გასვლა ჯობს.
თან გუშინ, არა, რაღა გუშინ, დილის 6 საათზე მწერდა დღეს გიო.
თუ გავიღვიძე შევხვდეთო.
და უფრო უფრო თან თათოს რომ არ მოვუყვე რა ხდება მეც გავაფრენ ემოციისგან
და არც ის მაპატიებს აშკარად.
ჩემი “მოწოდებით ფსიქოლოგი”. არანორმალური, ქაჯი.
არადა, რომ შეხედავ ისეთი სახით დადის ვერ მიეკარები 😀
სწერვა. მაგრამ არა, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან კარგია.
2 კვირაა არ მინახავს.
მივჩოჩავ აბაზანისკენ.
თბილი წყალი.
გარეთ ცივა.
უხ, თათო, მე შენი…

***

მოვჩოჩავ აბაზანიდან.
ვიშრობ თმას, ვიკრავ, ვიცვამ და გავდივარ სახლიდან.
ფუ შენი, ყავის დალევა დამავიწყდა.

***

არ ბრძანდება თეატრში ქალბატონი.
ახლა მოვკლავ ამ უბედურს.
მართლა მოვკლავ.
ვეწევი ღერს ღერზე. არ ჩანს.
ოპაა, შემოვიდა.
რომ დამინახა ისე გაუნათდა სახე, ვეღარ ვეჩხუბე.
– რა ლამაზი ხარ!!! – ჩამეხუტა, ხელი ჩამავლო და სადღაც მიმათრევს.
– შენც ძალიან, თმა გაგეზარდა?? – გაეზარდა და ისეთი წითელიც აღარ აქვს, რაღაც სხვა ფერი მიიღო აშკარად.
– ჰო ^_^ მოიცა და, შენ შეიჭერი? მოგკლავ!
სანამ მომკლავდა, გაგა მოვიდა.
– დაიცა, დაიცა, საით? – გაგაა, ჩვენი რეჟისორი.
– კანაპეში, გაგა. – ისეთი სახით პასუხობს, ვერ შეეწინააღმდეგები.
– აქ ვერ იჭორავებთ?
– ვერა.
– აცადე, სალაპარაკო აქვთ დაქალებს. – ანდრო.
– ბეჰეჰე… წამო რა, წამო წამო წამოოოო სამსახურიდან წამოვედი, არ გინდა მოგიყვე, რატომ? – როგორ მაინტრიგებს, დამპალი. რა თქმა უნდა მინდა და რა თქმა უნდა ახალი ამბების გასაგებად/მოსაყოლად
კანაპეში კი არა ყველგან გავყვები, იცის.
– კარგი, ჰო. მაგრამ რო ცივა?
– მერე რაა, აქვეა -_-
აუ, ამას არაფერი ეშველება. ოღონდ აბოდიალე.
მივდივართ კანაპეში, სადაც უკვე ყველა გვიცნობს, ნახევრად იქ ვცხოვრობთ.
არა, კი არ მივდივართ, მე მივჩოჩავ, მეძინება, ეს ხტუნვა-ხტუნვით მოდის და თან მელაპარაკება. ხო ვამბობ, არაა ნორმალური.
შევედით.
ახალი სასტავია.
– რა ავიღოთ? – საუკუნის კითხვა.
– მე ჩიზქეიქი მინდა – დანახვისთანავე წარმოვიდგინე რა კარგი გემო ექნებოდა.
– მე მაფინი… შენ არა?
– ეგეც მინდა – ვამბობ და ვხვდები, რომ ღორი ვარ.
– ჰოდა ორი ჩიზქეიქი ავიღოთ, ორი მაფინი. – ვუყურებ და ვხვდები, რომ ისიც ღორია.
ბარმენი გაკვირვებული გვიყურებს. ჩიზქეიქები საკმაოდ დიდი ნაჭრებია. არც მაფინებია პატარა. ორივე საკმაოდ გამხდრები ვართ.
აშკარად იმას ფიქრობს, რანაირად უნდა ვჭამოთ. ამან ჩვენი ამბავი არ იცის.
– ახლა კიდევ ნაჭამი გვაქვს, მაგიტომ ვიღებთ მარტო ამას. – ვეუბნები და რეაქციას ვაკვირდები.
თეფშიანი ხელი უშეშდება, მერე დაბნეული იღიმის და შეკვეთას გვაწვდის.
– და ყავა? – თათო აპროტესტებს.
ყავაც ადგილზეა.
ავდივართ მეორე სართულზე.
ვსხდებით ჩვენ საყვარელ ადგილას და ვიწყებთ.
მიყვება რეები მოხდა სამსახურჩი, გაშტერებული ვზივარ და ვუყურებ, ჭამაც დამავიწყდა.
ზის და მელოდება როდის დავიწყებ მოყოლას.
ვუყვები გიოს ამბებს, დაწვრილებით.
თვალები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნათებს.
– ჰოდა, დღეს შეიძლება შევხვდე. – ვამბობ და ვუყურებ.
ძალიან ნელა ეცვლება რეაქციები.
ჯერ მიყურებს, იღიმის, იცინის, უცებ წამოხტება ფეხზე და ყვირის “YEEEEEEEEEEEEES!!!”
– დაეგდე გოგო ადგილზე 😀 – ვეუბნები და ვკვდები სიცილით.
რაღაც საოცარი შეგრძნება მაქვს.
ხო მიყვარდა ვიღაც, ხო მომწონდა, ხომ იყო რაღაც.. მაგრამ ასეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი
გადაადგილდება გულ-მუცელში, არასოდეს მქონია.
შიზოიდივით ვუყურებ ტელეფონის ეკრანს. სულ მგონია, რომ ვიღაც რეკავს, ან მესიჯია მოსული.
ნომერი სპეციალურად არ ჩავიწერე, რომ არ დამერეკა. ვიცი მე ჩემი თავის ამბავი.
უკვე 5 საათია.
3 საათია აქ ვზივართ.
ბარმენი ამოდის და გვამოწმებს საერთოდ თუ ვართ ცოცხლები.
ვლაპარაკობთ ძირითადად იმაზე, რა ბედნიერი ვარ და როგორ მინდა რამე გამოვიდეს.
არა, მაინც რა ბედნიერებაზე და რამის გამოსვლაზეა ლაპარაკი, რამ გამაგიჟა. 3 დღეა ტიპს ვიცნობ.
ნუ კარგი, 4.
მაგრამ, აი ამ შეგრძნებებს რა ვუყო.
დილას რომ უსაფუძვლო ბედნიერებით სავსე იღვიძებ, გარეთ ცივა, გეზარება ყველაფერი, გტკივა თავი და მაინც
უზომოდ ბედნიერი ხარ… აი რავი.. ასე არ ვყოფილვარ, ა რა სო დეს!
ზუსტად მაშინ დარეკა ტელეფონმა, როცა იმედი აღარც მქონდა.
გავშეშდი, გავშრი, პეპლები კი არა, რა ვიცი, რა აღარ აფარფატდა მუცელში.
– რა ვქნა? – ვჩურჩულებ.
– შენ დებილი ხო არ ხარ??? აიღე! – მეჩხუბება თათო.
ვცდილობ ყელი ჩავიწმინდო და რაც შეიძლება “ისეთი” ხმა მივიღო.
– გისმენთ.
– მარ, როგორ ხარ?
ნამძინარევი ხმა აქვს <3 ვა-ი-მე. Sweet, fluffy!!!
– კარგად, რომელი ხარ?
ვიითომ ვითომ 🙂
– გიო. ვერ იცანი?
ეს და ამის დამტვრეული ქართული.
– ა, კი, კი, გიცანი. შენ როგორ ხარ?
“ვითბობ” ხმას.
– მეც კარგად, ცოტა მეზინება.
– ამმ..
– ისა.. რა უნდა ეთქვა.. ჰო, შეჰვედრა მინდა.. შენთან.
აააააა!!! ყველაფერი დატრიალდა! ჩემი ნახვა უნდა! რაა მაა გაა რიიი აააააააააააა!
ახლა მოვკვდები, გული ისე მიცემს გამისკდება საცაა.
ეს უკვე პეპლები კი არა დინოზავრებია. მფრინავი.
– მმ.. რავი, სად ხარ ახლა?
– ახლა სახლში, მაგრამ ჯერ რაღაც საქმეებია, ასე 7 კენ, Peoples-ში, გაწყობს? ახლა სად ხარ?
– ახლა კანაპეში დაქალთან ერთად. კარგი, იყოს Peoples. 7 ზე მანდ იყავი. არ დააგვიანო. ^_^
– აჰა, კარგი. ისა, ჩემი ნომერი ჩაიწერე, რა. რომელი ხარო აღარ მითხრა 🙁
– ვაიმე <3 კარგი!
ვთიშავ ტელეფონს და ვიღრიჭები იდიოტივით.
– რაო? – არანაკლებ იდიოტივით იღრიჭება თათოც.
– რაო და ფიფლსში 7 ზე-ო ^_^ აააუ თათ აააააა რამაგარია!
დანარჩენი დრო ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ უნდა მოვიქცე, ვიკეთებ მაკიაჟს, ვივარცხნი თმას და ა.შ.
თათო შემფასებლის თვალით მიყურებს და ბოლოს ასკვნის.
– ნაშა ხარ.
7ს ნახევარია. გამოვდივართ კანაპედან. ჩავდივართ რუსთაველზე.
ვართ შესანიშნავ ხასიათზე.
– აუ, წამო რა! ძმაკაცთან ერთად იქნება, წამოო – ვეხვეწები.
– არ ვარ ფორმაში – აცხადებს ძალიან სერიოზულად. ეს გოგო ან დებილია, ან არ ვიცი. როგორი ლამაზიც არ  უნდა იყოს, რო კითხო მაინც “არაა ფორმაში”.
– აუ, ატრაკებ ახლა. ლამაზი ხარ ძალიან.
– მაინც არ ვარ ფორმაში, თან მეზარება, თქვენ მერე მარტო წამოხვალთ, გაისეირნებთ და შენი აზრით იმის ძმაკაცთან ერთად
ყოფნა ძალიან მინდა? :დ – პრინციპში მართალია. კ ჩორტუ ძმაკაცი.
– კაი ჰო <3
უცებ თათოს ვიღაც ტიპი აჩერებს.
– თათ, ვერ მიცანი?
ვუყურებთ გაშტერებულები.
ქუდს იხდის.
– აი, თმა და წვერი მაააქვს და მაგიტომ ვერ მიცანი ალბათ.
თათოს სახე აქვს წაშლილი. გაშტერებული უყურებს.
ბოლოს ძლივს ამბობს.
– ვეერა, ვერ გცნობ.
– კაი აბა, რომ მივალ სახლში ინტერნეტში მოგწერ, აი ფეისბუქზე, რა.
– კაარგი..
რამდენიმე ნაბიჯით გვშორდება ის ტიპი და მე ძირს ვგდივარ.
ვიცინი ისტერიულად.
ყველაფერი მტკივა უკვე და ცრემლები მომდის.
თათოც მყვება და ბოლო ხმაზე ვხარხარებთ.
– არა, ქუდი როგორ მოიხადა? :დ
თათოს ვაცილებ მარშუტკამდე, ვპირდები, რომ როგორც კი სახლში მივალ მივწერ.

***

გამოჩნდა.
რაც უფრო ვუახლოვდები, გული უფრო სწრაფად მიცემს. ბოლოს ალბათ ამოვარდება და მოვკვდები.
არა, უნდა დავმშვიდდე. როდის აქეთ ვითიშები ასე ვინმეზე?
დგას ყურებამდე გაღიმებული.
მივედი.
ვდგავარ და ვუყურებ.
დგას და მიყურებს.
უცებ მეხუტება.
გული, მუცელი, მფრინავი დინოზავრები, ვაიმე <3
ჰრრრრრრრრ!!!
მაცნობს თავის ძმაკაცს.
ნეტავ მთელი სასტავი ასეთი სიმპათიურები არიან?
ვსხდებით.
ვჯდები მის პირდაპირ.
მიყურებს ნაწყენი სახით.
– ჩემ გვერდით გადმოდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მინდა ახლოს იყო ჩემთან.
არა, დღეს გულის შეტევა დამემართება.
ვიღიმი. ვცდილობ ღიმილი თბილი გამოვიდეს, მაგრამ უფრო იდიოტისას გავს, მგონი.
მიმიკებს და ემოციებს ვერ ვაკონტროლებ.
ძალიან კარგად ვატარებთ დროს.
ძმაკაცი მხიარული ტიპი აღმოჩნდა, ბევრს ლაპარაკობს, ხუმრობს, გვაცინებს.
ჩვენ კი..
ჩვენ, არც ვიცი..
თითქმის არ ვლაპარაკობთ.
უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებთ – თვალებში.
და ეს სიჩუმე, ეს Eye contact იმდენად ბევრის მთქმელია, რომ ალბათ არცაა საჭირო სიტყვები.
ისედაც ყველაფერი გასაგებია.
ისედაც ვხედავ, რამხელა სითბოთი და გრძნობით მიყურებს.
ალბათ ეს სიყვარული არაა, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ არც უბრალოდ მოწონებაა.
ბევრად მეტია ვიდრე მოწონება და სუულ ოდნავ ნაკლები სიყვარულზე.
ვუყურებ, ვიძირები მასში და მეშინია. ასე არასდროს შემშინებია სიყვარულის.
მიუხედავად იმისა, რომ ბარი სავსეა ხალხით, მისი ძმაკაცი გაუჩრებლად ლაპარაკობს და ხუმრობს, მუსიკა უკრავს ხმამაღლა,
ვერაფერს ვხედავ მის გარდა.
ვერავის და ვერაფერს.

***

მოვდივართ ქუჩაში.
დავლიეთ ბევრი.
არ გვცივა, თუმცა გარეთ ყინავს.
ხელი აქვს მოხვეული და ჩუმად მელაპარაკება.
ვიცინით.
ძალიან, ძალიან თბილია.
ძალიან გულიბრყვილო, ტკბილი და კეთილი.
ნისლია.
მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ.
მივდივართ კედლის გასწვრივ.
უცებ მაბრუნებს.
ვდგავარ კედელთან და დგას ჩემ წინ.
– არავის არ გავხარ. – მეუბნება და თვალებში მიყურებს. – უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ბევრგან ვცხოვრობდი, საქართველოშიც 1 წელია ვარ,
მაგრამ შენნაირი არავინ შემხვედრია. ასეთი ლამაზი, ჭკვიანი, ცოტა უცნაურიც. საოცარი გოგო ხარ. არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ მე აღარსად ვაპირებ წასვლას.
მგონი ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
ისე ახლოსაა, ისე მახვევს თავბრუს, თვალებს ვხუჭავ.
ვგრძნობ ძალიან ფრთხილ შეხებას ტუჩებზე – ტუჩებით.
მკოცნის ძალიან ნაზად, ძალიან ნელა, ძალიან ტკბილად.
… და აი ამ წუთას, გეფიცებით, ჩვენ ვიყავით წყვილი, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა ერთმანეთი.
იმ წამს მაინც…
არსაიდან ხმა, ხალხი, არაფერი არსებობდა..

***

ისეთი ბედნიერი მივედი სახლში, თითქოს ამ პლანეტას არც ვეკუთვნოდი…
გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!!!

Exit mobile version