Site icon მოიისფრო

Emotions…


ისევ ჭიაკოკონობა გამახსენდა, ანნ…
ისე, ის დღე რატომ ჩამრჩა ასე ძალიან გონებაში?
იქნებ იმიტომ, რომ იმ დღეს უცნაურად კარგად იყო ყველაფერი?
… და მერე აირია, ისე აირია, რომ ვერაფრით დავალაგეთ..
Emotions…

EMOTIONS!!!
არ გვჭირდება ეს ემოციები ანნ, უფრო სწორად, გვტკენს, მაგრამ გვჭირდება.. მაინც გვჭირდება..
მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებთ და ეს მოგონებები კიდევ…
ე, მაშინ ყველა და ყველაფერი გვეკიდა..
რა, არა?
მთელი სამყარო ჩვენი წინააღმდეგი იყო :დდ
ჩვენს სასტავს ვგულისხმობ..
ან ჩვენ გვეჩვენებოდა ასე.. ნუ, ბავშვები ვიყავით, მოზარდები..
მოზარდებს ხომ მუდამ გონიათ, რომ დიდები არიან უკვე და გადაწყვეტილებებსაც თავად მიიღებენ..
ჰეი, ვუშვებდით შეცდომებს… ალბათ ბევრსაც, მაგრამ ესეც გვიხაროდა..
რატომ? თავისუფლები ვიყავით და იმიტომ..
არა, შეიძლება ბევრ რამესაც გვიკრძალავდნენ და გვიშლიდნენ, მაინც პატარები ვიყავით, მაგრამ სული გვქონდა თავისუფალი.. დაუმძიმებელი..
2007 წელი იყო ჰო? თუ 6? ნუუ who cares..
2007-ს მერე შეიცვალა ყველაფერი..
მაინც, რა შეიცვალა? :/
ახლაც, კიარადა სულ ამაზე ვფიქრობ..
ყველა მოქმედებას პარალელურად დაყვება ეს კითხვა..
რა შეიცვალა?
ჩვენ შევიცვალეთ…
შეგვცვალეს, უფრო სწორად..
გაგვზარდეს?? ჰო.. ნაადრევად..
ნამეტანი ადრე მოგვიწია გაზრდამ ალბათ..
როგორ მახსოვს ეს დღე.. გეგონება გუშინ იყო <3
ჩემი დაბ.დღე ახლოვდებოდა მგონი, არა?
მე, თეო და ემი ვიყავით გარეთ.. აბა სად ვიქნებოდით :დდ
ელე მოვიდა მერე ^.^
როგორ გაგვიხარდა, რომ გამოუშვეს..
დვალი ჯერ პატარა იყო :დდ 12-13 წლის ლაწირაკი <3
ისიც მოვიდა <3 რა ქაჯი იყო გახსოვს ?? :დ
და ბოლოს შენ მოხვედი :დდ
შენი კეპკა რომ დამაფარე გახსოვს?
სულ არ ვიყავი მაგ კეპკის ხელა, ლამის სულ დამფარა..
ბოროტი სულები გავდევნოთო რომ ყვიროდნენ ბავშვები :დდ
გვდევნიან-თქო რომ ვღადაობდით..
რამდენი ვიბოდიალეთ?
აი, ჰო არაფერი..
უბრალოდ ჯანსაღი ემოცია იყო..
ერთად ვიყავით ყველა.. მერე რა, რომ კვამლით გაჭვარტლულები.. მთავარია ერთად, სად და როგორ რა მნიშვნელობა ქონდა მაგას..
არა, 2006 წელი იყო :))
იმიტომ, რომ როგორც კი 2007 დადგა მაშინვე უკან წავიდა საქმე..
მერე უკვე სიკვდილიც გავიგეთ რა იყო.. მანამდე არ ვიცოდით..
ღალატიც ვიწვნიეთ.. მეგობრების დაკარგვა..
მერე მივხვდით რას ნიშნავდა, როცა ერთ დღესაც სრულიად მარტო რჩებოდი..
რა ხშირად მახსენებს თავს ეს პერიოდი…
არა, ნეგატიურ პერიოდს არ ვგულისხმობ, აიიი ის, კარგი <3
რა ვერ გავიგე იცი?
როცა სხვა ადამიანებს არაფერში სჭირდებათ შენი ემოციები, შენი მოგონებები, ის, რაც გათბობს და გაცოცხლებს – რატომ გართმევენ???
ეჰ.. უცნაურები ვართ ადამიანები, ანნ…

Exit mobile version