Site icon მოიისფრო

How to disappear completely.

ხედავ?
შავ-თეთრ ცისარტყელას ვხატავ.
ფრთებსაც სულ აექერცლა საღებავი, ისევ წასრულის ტკივილს გვაგონებს.
შენ არ იცი, რომ მე ფერები დავკარგე.
ამიტომ ვერ მაფერადებ.
შენ არ იცი, რომ ცისარტყელას შავ-თეთრში ვხედავ.
შენ არ იცი, რომ მე აქ აღარ ვარ.
შენ არ იცი როგორ უნდა გაქრე ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდე.
შენ არ იცი, როგორ უნდა გახდე გამჭვირვალე.
შენ არ იცი, როგორ უნდა შეწყვიტოს შენი შემჩნევა ყველამ.


აგიხსნი, გინდა?
სულ ადვილია, სულ უბრალო.
ყველაფერი თვითმკვლელი თევზებით იწყება.
ყოველღამე მათ ხედავ სიზმრად.
ერთ დღესაც იღვიძებ ამ საშინელი სიზმრიდან და ხვდები, რომ
ემოციები დაკარგე.
იღებ ფერად ფანქრებს და ყველაფერს აფერადებ გარშემო ისე, რომ სულიც გაიფერადო,
ყველაფერი დაიბრუნო, რაც თვითმკვლელმა თევზებმა წაიღეს მაშინ, როცა
გეძინა და ვეღარ იბრუნებ, იმიტომ, რომ თვითმკვლელები არიან.
იმიტომ, რომ დაიხოცნენ შენს სამუდამოდ მოპარულ ემოციებთან ერთად.


შემდეგ ფანქრები თავდება..
ფერები ქრება და მხოლოდ შავი ფანქრისამარა რჩები, რომლითაც ახლახანს დავხატე
შავ-თეთრი ცისარტყელა.
მერე ალბათ გაქრობის ეტაპი დგება.
ერთ დღესაც იღვიძებ და აღარ ხარ.

Exit mobile version