Site icon მოიისფრო

How To Disappear Completely…

ეს უცნაური…
ეს უცნაური სიმძიმის შეგრძნება გულში..
აი, თითქოს რომ მოგიჭერს თავის მარწუხებს და გულს ფეთქვის საშუალებას არ აძლევს..
გრძნობ როგორ ჩერდება სისხლი, როგორ გიპყრობს პანიკა..
მერე იწყება უჰაერობა..
სული გეხუთება და ამ პროცესს ვერც კი აჩერებ..
ამას მოყვება გაჩერებული წამი.. თვალწინ ჩავლილი მთელი ცხოვრება..
შემდეგ არაადამიანური, ტკივილით გაჟღენთილი ხმა აღმოგხდება და ცრემლები ცხელ კვალს დატოვებს სახეზე…
ხმოვნებიანი ტირილი..

“ყველაზე დიდი უბედურება-ხმოვნება, სად “უხხ, ახხ,” და სად გამწარებული სულის ღრიალი – იაააიაუოოუ..”~

ნამდვილ გლოვას თანხმოვნები არ ურევია ))
ეს საშინელი უჰაერობის გრძნობა..
სარკეში იყურები და შენ თავს ვეღარ ცნობ – ნიღბის გარეშე.
ჩაწითლებული თვალები.. ჩაშავებული უპეები..
ჩამოშლილი თმა..
ისედაც თეთრი კანი – სულ გაფითრებული…
უყურებ შენ თავს და ვერ ცნობ..
ვერ ცნობ – ნიღბის გარეშე…
ახლა ცრემლებს მოიწმენდ, გაიღიმებ და “ჩვეულ” სახესაც უცებ დაიბრუნებ..

“ჰო.. მეჯლისია.. ნაღდი მასკარადი.. ნიღბების ქაოსი!! არტისტთა პარადი!
ამდენი სიცილით ცრემლი წამომცვივდა…
უცებ, ამ ხარხარში ტირილი მომინდა!!!
შემრცხვა ამ ცრემლების.. მეც დავწვდი ჩემს ნიღაბს..
სახე დავიფარე ფართო ღიმილით..
მაგრამმ… ეს ღიმილი ცრემლზე მეტად გლოვობს..
მეც ხომ ამ მეჯლისზე ვარ – ჩემი ნიღაბით..”

მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი რო კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე.. რატომ, რისთვის?! ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაბუდებული მკერდში… აი, სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო?!…..

ჰო… ცრემლს მოიწმენდ და შენ ნიღაბს მოირგებ ისევ..
ისევ გახდები მხიარული, ყველასთვის სასურველი, ცინიზმის მიუხედავად, მაინც მომხიბვლელი და უბრალოდ ძლიერი პიროვნება…
ისევ მოგმართავენ თავიანთი პრობლემებით, შენც მშვიდი ღიმილით გადაუსვამ თავზე ხელს და მის ნაცვლად მოაგვარებ ამ პრობლემას..
შემდეგ გეტყვიან, რომ დიდი მომავალი გაქვს, რომ ნამდვილადაა შენში რაღაც..
შენც გაიღიმებ..
გაუღიმებ ყველას, მერე რა, რომ შეიძლება რაიმე იმედიც მიეცეთ..
მოდიხარ სახლში.. ისევ იგივე.
მხოლოდ ღამით.. როცა მარტოდმარტო რჩები შენს ფიქრებთან.. მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას სისუსტე გამოხატო..
და მაშინ იგრძნობა…
ეს უცნაური…
ეს უცნაური სიმძიმის შეგრძნება გულში..
აი, თითქოს რომ მოგიჭერს თავის მარწუხებს და გულს ფეთქვის საშუალებას არ აძლევს..
გრძნობ როგორ ჩერდება სისხლი, როგორ გიპყრობს პანიკა..
მერე იწყება უჰაერობა..
სული გეხუთება და ამ პროცესს ვერც კი აჩერებ..
ამას მოყვება გაჩერებული წამი.. თვალწინ ჩავლილი მთელი ცხოვრება..
შემდეგ არაადამიანური, ტკივილით გაჟღენთილი ხმა აღმოგხდება და ცრემლები ცხელ კვალს დატოვებს სახეზე…
ხმოვნებიანი ტირილი..
დაკარგვით ბევრი მეგობარი დამიკარგავს.
განცდების მიუხედავად გადამიტანია.
გადატანით ყველაფერს გადავიტან.
უბრალოდ ცუდი მომენტი ისაა – რომ გრძნობ როგორ ქრება ყველაფერი და გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ.
ჩემო საუკეთესო მეგობარო.
მერე რა, რომ ამას ვერასოდეს წაიკითხავ.
შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის – არ შეიცვლება.
მე არ ვაპირებ ჩვენი მეგობრობის დავიწყებას, შენ – თუ გინდა დაივიწყე…

Exit mobile version