Site icon მოიისფრო

Rosewood ♥

Rosewood – რამეს გეუბნებათ ეს სიტყვა?
ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ როგორღაც, აქვე, ჩვენთან,
ერთი ხელის გაწვდენაზე ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან.
ბევრმა ჩვენგანმა ეს არც იცის.
არ იცის, რომ შესაძლოა ეს ბავშვები ძალიან მაგარ ქავერებს აკეთებდნენ!
დიახ :3
ეს ბავშვები სხვადასხვა ჯგუფების სიმღერებს აქავერებენ.
განსაკუთრებით მაინტერესებს-ხოლმე ასეთი ადამიანები, ჰოდა
მათ გვერდსაც მივაგენი Facebook-ზე, ქავერებს Youtube-ზე და დღეს Roswood-ის საღამო მოვიწყე.
მთელი საღამოა ვუსმენ და არ მბეზრდება ^_^
ზამთრისთვისაა, ზუსტად.
გათბობს რაღაცნაირად.
შიგნიდან.
ლამაზი, შეწყობილი ხმები :3

Extreme – More than words ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერაა. მის ცუდად შესრულებას ალბათ
ვერავის “ვაპატიებდი”. სანამ ამ ბავშვების ქავერს მოვისმენდი, საკმაოდ კრიტიკულად განვეწყვე.
ვნახოთ ერთი რას იზამენ – მეთქი.
დაიწყო და…
რა ხმა აქვს ამ გოგოს!
იმდენად სასიამოვნოდ გეღვრება, სულ გინდა უსმინო.
გააათბობს!
ჯერ მარტო ხმის გამო გავიცნობდი სიამოვნებით.
ალბათ რა სასიამოვნო მოსაუბრეა.
ხმა, ხმა. :3
არ ვაჭარბებ, თქვენც მოუსმინეთ.

Muse – ჩემი სუსტი წერტილია.
წლებია ვუსმენ, მიყვარს და ბევრი სიმღერა ჩემი ცხოვრების გარკვეულ
მონაკვეთებს უკავშირდება…
ასეა Starlight – იც, რომელიც ასევე ძალიან კარგად დააქავერეს!
Our hopes and expectations…
განსაკუთრებით ამ expectations – ს ისე მაგრად ამბობს, რომ დაკპგადფ;ნგა;დფდ!!! :3

უსმინეთ, არ ინანებთ!
ვისწავლოთ ნიჭიერი ბავშვების შემჩნევა.
აქვე დავურთავ მათი Facebook გვერდის ლინკს, ფოტოებს..
შეაფასეთ, თავადაც დაწერეთ მათზე და გავაცნოთ ეს ბავშვები ყველას ^_^
იმსახურებენ!

https://www.facebook.com/grouprosewood – Like.

https://www.youtube.com/user/grouprosewood?feature=watch – Subscribe.

 

Exit mobile version