Site icon მოიისფრო

Thinking About…

ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ… ყველაფერზე, ამავე დროს არაფერზე, მაგრამ ეს „არაფერი“ რეალურად ისე ბევრია… ვფიქრობ შენზე და ჩემზე… ვერშემდგარ სიყვარულზე, ჩემს შენდამი დამოკიდებულებაზე, წვიმაზე, ყვავილებზე, მზეზე, შენს ახალ ცხოვრებაზე სხვა სივრცესა და განზომილებაში, ჩემს მოჩვენებით ცინიზმზე – სახეზე ფარივით რომ ავიფარე, ჩემს სიყვარულზე კაცობრიობისადმი, ჭრილობებზე, რომლებიც არასოდეს ხორცდება, ყველასგან მალულად დაღვრილ ცრემლებზე, მხოლოდ იმ წამს რომ მგვრიან შვებას, ოცნებებზე, რომელთა ასრულებას დაუსრულებლად ველი, „ჩემს დროზე“, მწვანე ფოთლებზე, ახალ სიცოცხლეზე, შურიან სამყაროზე, რომელშიც არაა ჩემი ადგილი, ოცნების ქვეყანაზე, წიგნებზე – რომლებიც მინდა რომ წავიკითხო, დედაზე, ნირვანაზე – მივაღწევ თუ არა ოდესმე მას, სიძულვილზე – რომელიც უბრალოდ არაა ჩემში…
ვფიქრობ ყველაფერზე, ამავე დროს – არაფერზე…
მაგრამ ეს „არაფერი“ რეალურად ისე ბევრია…

 

 

Exit mobile version