Site icon მოიისფრო

არ მეგაზაფხულ(ებ)ა.


ციოდა დღესაც.
უკვე მესამე დღეა გაზაფხულია და და და..
თუმცა, არაა ეს გაზაფხულის ბრალი, მე ვარ სულსწრაფი და მე ვითხოვ სითბოს, თორემ ჰო ვიცი რა გიჟიცაა მარტი..
გუშინ თბილოდა.
აი, გაზაფხულივით თბილოდა, ნამდვილი, ჩემი გაზაფხულივით, მე რომ მიყვარს, ისე.
გარეთ რომ გავედი გუშინ, გულში დამთბა რაღაც.
რომ განათდება, გათბება და წვეთ-წვეთ რომ აგავსებს ბედნიერებით, ისე..
ცოტა ხანს ვისეირნე, მერე ერთი ქალი დავინახე, ყვავილებს ყიდდა.
ესეც ძალიან მეგაზაფხულა, ბევრი ნარცისები და იები.
ვიყიდე რამდენიმე კონა და ყვავილებში ცხვირჩაყოფილმა განვაგრძე სეირნობა.
მიშველა, გამათბო, გაზაფხულის სურნელით ამავსო..
ახლა გვერდით მიდევს ყვავილები, ლარნაკში ჩაწყობილი, მაგრამ ვერ მშველის, ვერ მათბობს, ვერ მავსებს.. ალბათ იმიტომ, რომ დღეს ციოდა.
ვერ მეგაზაფხულა ეს დღე..
არადა, როგორ მინდა, როგორ..
აი, არც სიცივე, არც სიცხე, შუალედი როა, ეგ მინდა.
თბილი სიო და არაშემაწუხებელი მზე.
თხელი ჟაკეტით, ჯინსით და კედებით რომ დადიხარ და სიცოცხლე გიხარია, ეგ მინდა..
ჰო, სიცოცხლე მინდა მიხაროდეს.
რაზე ვწერ? რატომ ვწერ ახლა?
დედას ვფიცავარ, თუ ვიცოდე..
არ ვწერ კონკრეტულად გაზაფხულზე, არც დედის დღეზე, მიუხედავად იმისა რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს დედაც და გაზაფხულიც ძალიან მიხარია..
ალბათ იმიტომ ვწერ, რომ არ შემიძლია ახლა რამე სხვა ვაკეთო, იმდენად უცნაურად გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ.
არა, განა რამე, კარგი დღე იყო.
უფრო სწორად უცნაური, არც კარგი, არც ცუდი..
უფრო უფრო სწორად…
OMG…
ნუ ფაო, ნუ ფიქრობ ამდენს..
რა არეული ვარ, რა მჭირს..
სულ შენი სიტყვები მიტრიალებს თავში..
“ვცდილობდი ცუდიც დამენახა შენში, მაგრამ არ გაქვს ეს ცუდი.. და ალბათ ასეთი კარგი რომ ხარ..
როგორ გითხრა, ისეთი სუფთა ცხოვრებით იცხოვრე ეს 20 წელი და ახლაც აგრძელებ, რომ რაღაცნაირად უხერხულიც კია შენთან ურთიერთობა.”
რატომ ვარ ახლა ასე ცუდად, რატომ..
და საერთოდაც..
ჰო, შენ მე მიცნობ..
არა რა, ოღონდ ეს არა.
ოღონდ ცრემლები არა, გაზაფხულია, ფაო.
ისეთი დღე მინდა, ბოლომდე კარგი რომ იყოს..
ბოლომდე ბედნიერი რომ ვიყო ისეთი..
ჰო, გაზაფხულია.
3 მარტია.
არა, უკვე 4.
გაზაფხულია… და მაინც, ესაა დღე, რომელიც სულაც არ მეგაზაფხულა.

Exit mobile version