Site icon მოიისფრო

აფეთქებული ღამე ^.^


შეგახსენებთ ჩემს გუშინდელ პოსტს Happy B.day To Me… :/
როგორც ამ პოსტში ვწერდი, განწყობის ნატამალი არ მქონდა..
ვიჯექი მთელი დღე და რაღაცებს ვკითხულობდი..
12 ხდებოდა..
ჩემ Facebook-ზე მოლოცვების მთელი სერია დაიწყო.
გადავწყვიტე მოლოცვებისთვის მეპასუხა და დავწოლილიყავი.
ის იყო კომპიუტერის გათიშვა დავაპირე, რომ გარეთ რაღაც აფეთქდა.
არ ვაჭარბებ, მართლა გამაყრუებელი ხმა იყო.
სხვადასხვა ფერებმა გაანათა ეზო.
აივანზე გავედი და გავშტერდი.
ულამაზესი ფეერვერკი <3
აივანზე ბუშტი იყო მიბმული თავის წერილით “მიყვარხარ” <3
გიო, ანი და თაკო დაბლა იდგნენ და მთელი ხმით მილოცავდნენ დაბადების დღეს ^.^
განწყოვა ელვისებური სისწრაფით შემეცვალა…
ცრემლი მომადგა, ოღონდ ბედნიერების.
მაშინვე კარისკენ გავიქეცი რომ გარეთ გავსულიყავი.
არ მახსოვს როგორ ჩავირბინე კიბე, მგონი კედებსაც გზაში ვიკრავდი ^.^
სადარბაზოს ზღურბლთან ისევ გავშტერდი :სს
მოციმციმე სანთლებით ულამაზესი ბილიკი იყო გაკეთებული :X
გიო იდგა და მიღიმოდა. ანი საჰაერო ბურთს ამზადებდა გასაშვებად. თაკო კი ჩემ შოკირებულ სახეს იღებდა.
გავიქეცი და გიოს შევაფრინდი..
მგონი მადლობებს ვუხდიდი ბავშვებს, ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარდნენ და ა.შ…
მერე ბურთი გავუშვით…
ჩავიფიქრე, რომ მე და გიო სამუდამოდ ერთად ვყოფილიყავით ^.^
ვიცი, რომ ამისრულდება, რადგან თავის დროზე, 1 იანვარს ბურთს გავატანე სურვილი გიოზე და ზუსტად ერთ თვეში ამისრულდა. საჰაერო ბურთთან ერთად გაფრენილი ჩემი ოცნება <3
მერე გოგოები წავიდნენ…
მე და გიომ დიდხანს ვიბოდიალეთ ქუჩაში..
ვეხუტებოდი, ვეუბნებოდი, რომ მთელი ცხოვრება მასთან მინდა ყოფნა..
მართლა ასეა. ^.^
ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ..
ახლა ველოდები ბავშვებს, რომ ჩემთან მოვიდნენ და პიკნიკზე წავიდეთ ერთად ყველა ^_^
მთელი ბლოგ სამყაროს დასანახად ვუხდი მადლობას თითოეულ მათგანს <3

Exit mobile version