ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასაცილო ნიღბები გვეკეთა და მონსტრობანას ვთამაშობდით, (და სანამ ნამდვილ მონსტრებს აღმოვაჩენდით ჩვენ თავებში), მაშინ ვიცოდი, რომ ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი, აუცილებლად შემიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი და გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი დაკარგვის. ჩვენ ვთამაშობდით ყველაზე …
მოიისფრო Articles.
ჰო არის ხოლმე, რომ გინდა რამით დაიწყო წერა და … არ/ვერაფერი. 30 იანვარია. ზედმეტად ჩემი/ჩვენი რიცხვი. და ჰო ასეა.. ასე, მე და შენ და არა ჩვენ. ჰო ვზივარ მე ჩემი განუყრელი ჩაის ჭიქით და უკვე 10 წუთი უკლია 12 – …
წვიმს. ჩვენი ამინდია. მთელი დღეა სახლში ვარ. როგორ მომნატრებია სახლში ყოფნა, თურმე. ის თეთრი სვიტრი მაცვია შენ რომ მოგწონდა. თბილი, ფერადი წინდები და ჭიქა მწვანე ჩაი – გვერდით, სულ რომ ვცდილობდი ძალით დამელევინებინა შენთვის და მაინც ვერ შეგაყვარე. *** “მე” …
“და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.” ბევრჯერ გამღვიძებია ღამით სიზმრით შეშინებულს. დამსიზმრებია, რომ დავშორდით, ან რამე დაგემართა, ერთი სიტყვით უშენობა – ყველაზე დიდი კოშმარი იყო. ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. მერე გირეკავდი – ხშირად ატირებული, …
სრული აპათია. სრული. საერთოდ არაფერი. ცუდია? – სხვისთვის. და ჩემთვის? – ამ წამს კარგია. არაფერი გაწუხებს, არაფერზე ნერვიულობ, უხეშად რომ ვთქვათ ყველაფერი გკიდია… მაგრამ.. მაგრამ )) ოდესმე ჰო გაივლის? აი, მაშინ. მაშინაა საშიში.. ყველაფერი, რაც ამდენი ხნის მანძილზე უნდა გეგრძნო, …
ნაწვიმარ ქუჩებში ბოდიალი შენთან ერთად. სიცივე, ქარი, ჩამოცვენილი ფოთლები და ჩვენ. ყვითელი ფოთლების ხალიჩაზე ცეკვა. მინდვრის ფოთლები ჩემს დაშლილ თმაში და შენი ხელი ჩემს ხელზე. ჩემი ხელი შენს გულზე. შენი გულისცემის შეგრძნება. სიჩუმე. ვიყურებით ცაში. ცა ნაცრისფერ/ცისფერ/ვარდისფერია. ცის ფონზე ხის …
ამდენმა კითხვებმა თავგზა ამირია. როგორ მინდა, ბევრი რამ გითხრა, მაგრამ სიტყვები იქამდე ქრებიან, სანამ წარმოვთქვამ. ჩემში რჩება ყველაფერი და ისევ კითხვებად იქცევა – უპასუხოდ. თავხედები, ვინ თხოვს, რომ მოვიდნენ. ჩვენ კი, რა. ისევ დავდევთ ოცნების ჰორიზონტებს და ისევ იმდენად გვშორდება, …
მგონი ყველაზე უცნაური ადამიანი ვარ. აბა არ მესმის რანაირად შეიძლება წამების მეასედებში მეცვლებოდეს განწყობა. შეიძლება ეს ემოციურობას დავაბრალოთ? არ ვიცი. Anyway.. გუშინდელი დღის გახსენებამ უცებ ისე გამაბედნიერა, გული რომ აგიჩქარდება და დედამიწა სიყვარულით რომ დაბზრიალდება ისევ. ზამთრის თამაშები დაიწყო. თავის …
მოგონებების სასაფლაო- დამტვერილ სხვენში. წიგნები ბევრი. ვზივარ და ვეძებ, რას – ჯერ არ ვიცი. ყდაშემოგლეჯილი ულისე. ყველაფერი მახსენებს რაღაცას. აი, ზღაპრებიც. ეს იმ დროის, თავადაც რომ ზღაპარი მეგონა ცხოვრება. იყო და არა იყო რა. ყოფნით კი ბევრი რამ იყო. აი, …
სოც. ქსელები