ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასაცილო ნიღბები გვეკეთა
და მონსტრობანას ვთამაშობდით,
(და სანამ ნამდვილ მონსტრებს აღმოვაჩენდით ჩვენ თავებში),
მაშინ ვიცოდი, რომ ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი,
აუცილებლად შემიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი და
გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი დაკარგვის.
ჩვენ ვთამაშობდით ყველაზე ნამდვილ თამაშებს,
გაგვყავდა გვირაბები ქვიშებში და
როცა მიწისგან იდაყვამდე დასვრილი ხელებით ავიღებდით
სათამაშო ვედროს,
ვიცოდით, რომ ეს უდიდესი და ყველაზე უცნაურად უბრალო ბედნიერება იყო,
რომლის აღქმის უნარიც დროსთან ერთად მიდის და აღარ ბრუნდება უკან.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა გულამოსკვნილი დავტიროდი ჩემს გადაყვლეფილ მუხლებს,
მაშინ ვიცოდი, რომ ამაზე დიდი ტკივილებიც არსებობს…
არა-ფიზიკური.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეგობრის მამის ავტოფარეხში ვდგამდით
სპექტაკლებს
და მე ვიყავი კონკიას ბოროტი დედინაცვალი,
რადგან ალბათ არ ვიყავი საკმარისად ლამაზი კონკიობისთვის და ალბათ
არც ისეთი დაუცველი,
მაშინ დავიფიცე, რომ ვეცდებოდი ვყოფილიყავი ისეთი ლამაზი გოგო, იმ პრინცისთვის
რომ იქნებოდა შესაფერისი, მე ვისაც შევიყვარებდი.
ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ
ოდესმე აუცილებლად შეეტყობოდა უშენობა ქალაქს და
ნივთებიც შეუმჩნევლად დაკარგავდნენ შენ ანაბეჭდს.
მე კი დავუბრუნდებოდი ჩემი მუდმივი წვიმების მხარეს და
განვაგრძობდი წვიმისთვის ნაღვლიანი საიდუმლოს განდობას.
შენ კი აუცილებლად დარჩებოდი ლურჯ მოგონებად.
და ეს მოგონება მეყვარებოდა მთელი ცხოვრება..
და არა თვითონ ადამიანი.
***
გავიდა დრო და გავაცნობიერეთ,
რომ ზუსტად მაშინ, როცა “სამუდამოდ” გვეგონა,
უერთმანეთობის განაჩენი ერთმანეთს
თავად გამოვუტანეთ.
Read Next
არარსებული ბავშვობისთვის ითხოვენ პატიებას? არა, უბრალოდ… იცი ჩვენ ისე ჩქარა გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, მაგრამ… ბავშვები – არა. ხვდები რას ვამბობ? კიდევ გინდა ჩაი? ახლავე. მწვანე თუ? კარგი, მე წყალს დავადგამ, შენ მანამდე ვაშლის ნამცხვარი გასინჯე. მეტისმეტად ადრე გავიაზრეთ რაღაცები, ადრე …
მე+შენ ♥ … რას უდრის? ალბათ იმ ყველა საოცრებას, რაც შეიძლება ზოგადად ცხოვრებაში განიცადო.. საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეულ ბედნიერებას, რომელიც სიტყვებით უბრალოდ არ გადმოიცემა.. ჩემ ფანჯარასთან რომ დაგინახავ მომღიმარს და იმის ნაცვლად, რომ გამოვიქცე შენთან, რამდენიმე წამი გაშტერებული რომ გიყურებ …
რატომ იკლავენ თავს ადამიანები? კითხვა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელზეც დღემდე არ არსებობს პასუხი. რატომ, ან როგორ ხდება, რომ ადამიანები ასე ადვილად იმეტებენ თავიანთ თავებს გაქრობისთვის, გარშემომყოფებს კი უდიდესი ტკივილისთვის? როგორ, რანაირად მიდის ადამიანი მომენტამდე, როცა მნიშვნელობა აღარაფერს აქვს? როცა …
ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი… გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება. ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება. გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება. მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება. მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ. გვიმრის გასრესილი …